ღაწვის ჩრდილის ("რუმიანის") იდეალური ფერის შერჩევა შემდეგი წესით შეგიძლია: შეკარი ხელი მუშტად, კარგად მოუჭირე, შემდეგ გაშალე და დახედე თითის ბალიშების ფერს – სწორედ ეს ტონია შენი სახის შესაფერისი!
*ეპილაციის შემდეგ გაღიზიანებას ასპირინი ჩაგიქრობს. დაფხვენი ასპირინის აბი, შეურიე წყალს და წაისვი კანის გაღიზიანებულ ადგილებში. აცადე, რომ გაშრეს.
*სანამ ფრჩხილიდან მუქი ფერის ლაქს მოიშორებ, წაისვი ფრჩხილის ირგვლივ ნუნების ზეთი – ცხიმოვანი აპკი საშუალებას არ მისცემს ლაქს, დაგისვაროს თითებზე კანი.
*მას მერე, რაც ფრჩხილებზე ლაქს წაისვამ, დაიწვეთე ფრჩხილებზე დამარბილებელი ზეთი – გარდა იმისა, რომ სიბზინვარეს მიანიჭებ, ახალწასმულ ლაქს ნაკაწრებისა და გაფუჭებისაგან დაიცავ.
*თუკი მაინც გაგიფუჭდა ახალწასმული ლაქი, დაიწვეთე გაფუჭებულ ადგილას ზეთი და ფრთხილად გადაისწორე ის ადგილი თითით.
*იმისათვის, რომ ლაქი ფრჩხილებზე უცებ გაშრეს, ჩაყავი თითები ყინულიან წყალში.
*იმისათვის, რომ ტუჩების მოცულობა გაიზარდო, გამოიყენე მენთოლის ზეთი! ის მსუბუქ ალერგიულ რეაქციას მოგცემს, შესაბამისად კი, გამოიწვევს ტუჩების ოდნავ შეშუპებას.
*კონდიციონერის მოქმედებას გააორმაგებ, თუკი მას მოათავსებ კერამიკულ ჯამში და 15 წამით შედგამ მიკროტალღურ ღუმელში. თბილი კონდიციონერი ბევრად ეფექტური გახდება.
*სახეზე გამონაყრისგან დაჩნეულ სიწითლეს გაიქრობ, თუკი მას ცხვირის წვეთებით დაიმუშავებ. სურდოსთვის განკუთვნილი სპრეი მიისხურე გაწითლებულ ადგილას და მუწუკი მალევე ჩაცხრება.
*თუკი თმას შინ იღებავ, დაინიშნე დრო იქიდან, როცა დაიწყე თმის შეღებვა და არა იქიდან, როცა დაამთავრებ.
*სახეზე მუწუკს მოგიხმობს ჩვეულებრივი აეროზოლიანი დეზოდორანტი: მაკიაჟის წასმამდე, დაასხი ბამბის ტამპონს ცოტაოდენი დეზოდორანტი და გაიწმინდე ანთებითი ადგილი.
*იმისათვის, რომ ხელი შეუშალო სახეზე მუწუკების გაჩენას, არასოდეს გაიმშრალო სახე თმისთვის განკუთვნილი პირსახოცით.
*სისტემატურად რეცხე შამპუნით სახის ფუნჯები და სპონჟები, რომლებითაც მაკიაჟს იკეთებ. ასე თავიდან აიცილებ სახეზე გამონაყრის გაჩენას.
*ყოველთვის თან იქონიე ტუჩის ოქროსფერი მბზინავი საცხი. ის პომადის ნებისმიერ ფერს თბილს ხდის და ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისს.
*იმისათვის, რომ ჩამშრალი ტუში გააახლო, შეგიძლია მასში ჩაუმატო რამდენიმე წვეთი "კოკა-კოლა".
*იმისათვის, რომ ცხიმის გამომყოფი ჯირკვლების აქტიურობა შეანელო, დროდადრო სახე ცივი შავი ჩაით დაიბანე – ეს ბუნებრივი საშუალება შესანიშნავად კრავს ფორებს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი
*რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დანიშნულებისამებრ, მშრალი და ქერტლისკენ მიდრეკილი თმის დასაბანად! ის კლავს სოკოს და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. ის ასევე მოგაშორებთ სახის კანის სიმშრალეს.
*შეღებილი თმის ნიღბად. წაისვი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი თმაზე და გაიჩერე 20 წუთი.
ასე არა მხოლოდ გააცოცხლებ შეღებილი თმის ფერს, არამედ მოიცილებ მომწვანო ტონს, რომელიც შესაძლოა, თმას დაეტყოს წყალში ქლორის მაღალი შემცველობის გამო.
ასევე იხილეთ:
სილამაზის გამოცდილი რეცეპტები ქალთა ფორუმებიდან