მკერდი ქალის სხეულის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. ამიტომ ქალებს ყველაზე მეტად მკერდის ლამაზი ფორმის შენარჩუნება სურთ. ბევრს ჰგონია, რომ მკერდის ფორმას მხოლოდ ბავშვის ძუძუთი კვება აფუჭებს, ამიტომ შვილის ყოლა აშინებთ.
ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევებით კი დამტკიცდა, რომ მკერდის მკვრივ ფორმაზე დიდ გავლენას თამბაქო ახდენს. გამოიკითხა 132 ქალი, რომელთაგან უმეტესობას შვილი ჰყავდა და ბავშვს ძუძუთი კვებავდა, თუმცა ყველას არ ჰქონია მკერდის გაფუჭების პრობლემა.
სინამდვილეში პრობლემა გამოწვეულია - ცხელი აბაზანის სისტემატური მიღებით, წონაში სწრაფად კლებითა და შეუფერებელი ბიუსტჰალტერის შერჩევით. გარდა ამისა, მთავარ მიზეზად სიგარეტი ვლინდება. მოწევა მკერდს სიმკვრივეს უკარგავს.