ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებულ კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებებს.
ერთ-ერთი მათგანის რეცეპტი ახლა გვინდა გაგიმხილოთ. ეს შინ მომზადებული შამპუნი თმას ბევრად ძლიერსა და ჯანსაღს ხდის.
კეფირის შამპუნი
დაგჭირდებათ:
კეფირი
წყალი
1 ლიმონი
მომზადება:
გახსენით კეფირი ცხელ წყალში და დაიბანეთ თავი. შემდეგ კი ლიმონის წვენი გადაივლეთ. ამ შამპუნის საშუალებით სამუდამოდ დაემშვიდობებით ქერტლს და თქვენი თმაც უფრო ბზინვარე გახდება.