მსახიობი ეკა ჩხეიძე თავის მოვლის საიდუმლოს გვიმხელს, რომელიც იაფი და ეფექტურია ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის.
- ეკა, როგორ ინარჩუნებთ კარგ ფორმას?
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. საერთოდ არ ვნერვიულობ იმაზე, რომ წონაში მოვიმატებ. რისიც გეშინია, ის აუცილებლად გემართება. ფსიქოლოგიურ მომენტს ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭამაში არ ვზღუდავ საკუთარ თავს. არ მიყვარს ისეთი საჭმელები, რომლებიც ასუქებს. არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი, რომელიც ქოლესტერინის ბუდეა. ხაჭაპური და ხინკალიც შეიძლება მომინდეს, მაგრამ ეს ორ თვეში ერთხელ ხდება. საერთოდ, ცოტას და ხშირად ვჭამ. ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ არ ვსუქდები. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და ცხოვრებაში არ მივარჯიშია. სწორ კვებაში კი შედის ის, რომ ხორცთან ერთად არასდროს ვჭამ პურს. თუ მომინდა, შევჭამ ტკბილსაც და ხაჭაპურსაც.
ზაფხულში კიტრის და პომიდვრის სალათით ვიკლავ შიმშილის გრძნობას. ცივი ყავა ნაყინით უკვე მანაყრებს.
- თმის მოვლის რაიმე მეთოდი გაქვთ?
- არანაირად არ ვუვლი თმას. ზღვაშიც ჩვეულებრივ ვბანაობ და არ ვუფრთხილდები. არ ვიყენებ ბალზამს, რომელიცვითომ არბილებს თმას, მაგრამ ის დაარბილებს თმის ძირებსაც და არ მინდა, ცვენა დამეწყოს. შამპუნებს
აფთიაქში ვყიდულობ, თმისთვის არანაირ ნიღბებს არ ვიყენებ.
იხილეთ სტატია სრულად: reitingi.ge