1 კვერცხის ცილა, შესაძლებელია ორიც. 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
კვერცხის ცილაში შეურიეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი, შემდეგ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ბოლოს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
მასა, რომელსაც მოცემული ინგრედიენტებით მიიღებთ, წაისვით ახალგაწმენდილ სახეზე, ისე, რომ სახის კანი კარგად დაიფაროს.
ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. კანი დაგეჭიმებათ, მაგრამ ნუ შეშინდებით, 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.