სულ უფრო მეტი ხდება იმ ქალთა რიცხვი, ვინც მიხვდა, რომ კოსმეტიკაში დიდი ფულის დახარჯვა არ ღირს. ამიტომაც ისინი სხვადასხვა შინაურ, გამოცდილ მეთოდს მიმართავენ და ჩვენც გვიზიარებენ გამოცდილებას.
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის ვაშლის ძმრის საოცარი საიდუმლოს შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროდუქტი თმას საოცარ სიბზინვარეს ანიჭებს და აჯანსაღებს მას ქიმიური საშუალებების გარეშე.
როგორ გამოვიყენოთ?
გააზავეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ორ ჭიქა წყალში (შეგიძლიათ ლიტრშიც). გადაივლეთ მიღებული ნაყენი თმაზე დაბანის შემდეგ. გაიჩერეთ, 10 წუთში კი ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
აი, რა შედეგს მიიღებთ:
1. თქვენი თმა გახდება ჯანმრთელი და მბზინავი.
2. დაივიწყებთ გაყოფილი ბოლოების არსებობას.
3. ჩამოიბანთ ყველანაირ მავნებელ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც შამპუნში შედის.
4. თქვენი თმა პრიალა და "დამყოლი" გახდება.
5. თმა ბევრად სწრაფად გაიზრდება.
6. გაუმჯობესდება თმის pH-ბალანსი.
როგორ მოგწონთ? ალბათ, ღირს ცდად.