შატუშის მეთოდით თმის შეღებვა – ბოლო წლების ყველაზე მოდური ტრენდია. სალონებში მისი გაკეთება საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ თმის ასე შეღებვა თავადაც შეგიძლიათ სახლის პირობებში, თანაც, ძალიან მარტივად. შედეგი საოცარი აქვს!
უბრალოდ, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას:
დიმიტრი მაგინი: Garnier-ის ექსპერტ-კრეატორი:
"შატუშის ეფექტით თმის შეღებვა რთული არ არის. ერთადერთი, რაც პროცედურამდე უნდა გაითვალისწინოთ, ის არის, რომ მისი გაკეთება მხოლოდ მათთვის არის რეკომენდებული, ვისაც შედარებით ღია თმა აქვს – მუქი-ქერა ან ქერა, თმა არ უნდა იყოს ხნით შეღებილი და ქიმიური დახვევისგან დაზიანებული.
წაბლისფერთმიანი და შავთმიანი ქალები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ეფექტს საკუთარი ძალებით, მხოლოდ პროფესიონალი სტილისტი შეძლებს გაუკეთოს ლამაზი შატუში. აი, ქერები, ასევე, თაფლისფერთმიანები შესანიშნავ ეფექტს მიიღებენ და დროსა და ფულსაც დაზოგავენ!”
მოსამზადებელი ეტაპი
შეღებვამდე 1 დღე ნუ დაიბანთ თავს, რათა გასაუფერულებელმა საღებავმა არ დაგიზიანოთ თმა. მოამზადეთ ჩვეულებრივი პლასტმასის სავარცხელი (არა მეტალის და არც ხის!), ფუნჯი, კერამიკის ან პლასტიკატის ჯამი, პოლიეთილენის პარკი, რათა შემდეგ შეიფუთო თმა და თმის რეზინი.
მთელი პროცედურისთვის მხოლოდ 45 წუთი დაგჭირდებათ.
პირველი ეტაპი
გადმოყარეთ თმა წინ და შეიკარით კუდი. რაც უფრო შუბლთან ახლოს დაიფიქსირებთ თმას, მით შესამჩნევი იქნება შატუში. თუკი მხოლოდ თმის წვერებზე გინდათ გქონდეთ ეფექტი, კუდი უფრო დაბლა, კეფისკენ შეიკარით.
მეორე ეტაპი
სავარცხლით აიჩეჩეთ კუდი, შეეცადეთ, რომ ბოლომდე, რეზინამდე აიჩეჩოთ თმა, ასე უფრო მკვეთრი იქნება კონტრასტი.
მესამე ეტაპი
მოამზადეთ საღებავი (პარფიუმერიის მაღაზიებში უკვე იყიდება შატუშის საღებავები, რომელშიც გასაუფერულებელიც დევს და საღებავიც). შეურიეთ საღებავი და გასაუფერულებელი კერამიკულ ან პლასტიკატის ჯამში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ საშუალო სიგრძის თმა გაქვთ, ერთი საღებავი თავისუფლად გეყოფათ, თუ საშუალოზე გრძელი – ორი საღებავი დაგჭირდებათ.
მეოთხე ეტაპი
ფუნჯის მეშვეობით ან უბრალოდ ხელებით (რა თქმა უნდა, ხელებზე ხელთათმანები უნდა გეცვათ), წაისვით აჩეჩილ კუდზე საღებავი.. არ აქვს მნიშვნელობა, თანაბრად განაწილდება საღებავი თუ ალაგ –ალაგ, ამ შემთხვევაში, უკეთესიც კია, თუკი ერთგან მეტი საღებავი მოგივათ, მეორეგან კი – ნაკლები. შეიხვიეთ კუდი ცელოფნით და გაიჩერეთ 30-40 წუთი.
მეხუთე ეტაპი
კარგად ჩამოიბანეთ თმა, გაიშრეთ და დაიყენეთ ფენის მეშვეობით: შატუში განსაკუთრებით ლამაზი დახვეულ თმის ბოლოებზეა.