ბუნებაში უამრავი მცენარეა, რომლის სამკურნალო თვისებები გამორჩეულია. გთავაზობთ ნაყენს, რომელიც "ახალგაზრდობის ელექსირის" სახელწოდებითაა ცნობილი.
აიღეთ 30-50 გრამი ფიჭვის წიწვი, განსაკუთრებით ის, რომელიც ტოტის ბოლოშია. წიწვები მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დაასხით 2 ლ წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წვრილად დანაწევრებული ხახვის ფურცელი, ასევე, 1 ჩაის კოვზი ძირტკბილას ფესვის ფხვნილი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი დაჩეჩქვილი ასკილი და ნახევარი წუთი კვლავ ადუღეთ. შეფუთეთ 10-12 საათი, შემდეგ გააცივეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში.
ეს "ახალგაზრდობის ელექსირი" ძალიან კარგად წმენდს სისხლძარღვებს, ფილტვებსა და ღვიძლს. საუცხოო საშუალებაა გაციების საწინააღმდეგოდ და ასევე, ონკოლოგიური დაავადებებისთვის. "ახალგაზრდობის ელექსირი" ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან, შლაკებისა და ტოქსინებისგან.