სხეულიდან ზედმეტი თმის მოცილების მრავალი ხალხური მეთოდი არსებობს, ზოგი ძალიან ეფექტურია, ზოგიც – ნაკლებად.
რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, დატესტილია და ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს.
სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია და მხოლოდ 2 ინგრედიენტი სჭირდება: სოდა და ყავის ნალექი.
ერთ სუფრის კოვზ დაფქულ ყავას შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა... იმისათვის, რომ სკრაბი ძალიან მშრალი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეთი.
შხაპის მიღების შემდეგ სველ ფეხებზე წაისვით სკრაბი და 10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
ერთადერთი დისკომფორტი, რაც ამ მეთოდს თან ახლავს, ის არის, რომ სკრაბი ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად
უნდა იკეთოთ, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი. თუმცა მასალა იმდენად მარტივად მოსამზადებელია, ცდად ღირს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო.