მეთოდი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ფაქტობრივად, უფასო საშუალებაა იმისათვის, რომ სულ მოკლე დროში შეუდარებლად გამოიყურებოდეთ. საკმარისია ნიღბის კვირაში 2-3 ჯერ გაკეთება და ეფექტი აშკარა გახდება! ცხიმიანი კანი, ანთებები, გამონაყარი, - ყველაფერი ეს უკან დარჩება. ცილის ნიღბის განსაკუთრებული ტექნიკის დამსახურებით, თქვენი სახე აბსოლუტურად გარდაიქმნება.
ცილის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კვერცხი;
ქაღალდის ხელსახოცები ან რბილი ტუალეტის ქაღალდი.
1. გააცალკევეთ გული და ცილა. ნიღბისთვის მხოლოდ ცილა დაგჭირდებათ, გული კულინარიაში გამოიყენეთ. კარგად ათქვიფეთ. შეგიძლიათ ეს ჩანგლით გააკეთოთ ან – მიქსერით.
2. წაისვით სახეზე ათქვეფილი ცილა კოსმეტიკური ფუნჯით. თვალის და ტუჩების ირგვლივ ზონებს ნუ შეეხებით, აქ კანი ძალიან ნაზია და შეიძლება შეწითლდეს. შეგიძლიათ ნიღბის დადებამდე ამ ადგილებზე კრემი წაისვათ, რათა მასზე ცილის მოხვედრა აიცილოთ თავიდან.
3. აიღეთ ჩვეულებრივი ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი. ეს გადამწყვეტი მომენტია, რომელიც ნიღბის ჯადოსნურ მოქმედებას განაპირობებს.
4. დაიკარით ხელსახოცები იმ ადგილებზე, სადაც ათქვეფილი ცილა წაისვით.
5. ხელსახოცის ზემოდანაც გადაისვით ცილა. ეს ნიღაბი ნამდვილად ღირს იმად, რომ სულ ცოტა ხნით მუმიას დაემსგავსოთ, სამაგიეროდ, შემდეგ – ანგელოზივით კანი გექნებათ!
6. დააცადე, რომ გაშრეს ნიღაბი. ამისათვის მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდება! გამშრალ ხელსახოცებს ადვილად აიძრობ კანიდან.
7. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პირველივე გაკეთების შემდეგ კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდება, წვრილი ნაოჭები გასწორდება, ფორები გასუფთავდება.
პრობლემური კანის მფლობელთათვის ცილოვანი ნიღაბი – ნამდვილი მაშველი რგოლი იქნება. მას ანტიასაკობრივი მოქმედებაც აქვს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი