ქალების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მანიკიურის გარეშე და ეს ასეც უნდა იყოს - მოვლილი ხელები ხომ ქალის სილამაზის საწინდარია.
სამწუხაროდ, რაც უნდა იდეალურად გაკეთებული იყოს მანიკიური, 2-3 დღეში მაინც ფუჭდება: ფრჩხილები იფცქვნება, ტყდება, ლაქი გვცილდება. მაგრამ არსებობს პატარ-პატარა ხრიკები, რომლებიც გაუხანგრძლივებს არსებობას თქვენს მანიკიურს.
1. დაიმუშავეთ ფრჩხილები ძმრით
საბაზისო მანიკიურის წასმამდე ფრჩხილები ძმარში დასველებული ბამბის ტამპონით დაიმუშავეთ. ასე ზედმეტ ცხიმს მოაშორებთ ფრჩხილებს და ლაქი ბევრად დიდხანს გაგიძლებთ.
2. წაისვით 2 ფენა საბაზისო ლაქი
სავარაუდოდ, მტვრევადი ფრჩხილები სახლში ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს გამოა. მეორე ფენა ბაზა დაიცავს თქვენს ფრჩხილებს გარეგანი ზემოქმედებისა და დაზიანებისგან.
3. ნუ მოიხვედრებთ ლაქს ნუნებზე
ფრჩხილზე ლაქის წასმის დროს მარტივად შეიძლება დაგესვაროთ ნუნა და თუ შემდეგ ლაქი ასე შეგაშრათ, მანიკიური დიდხანს ვერ გაგიძლებთ.
4. ნუ დაივიწყებთ თავისუფალ კიდეებს
თავისუფალი კიდეები აუცილებლად უნდა შეავსოთ ლაქით, რათა მანიკიური მალე არ გადაგცილდეთ.
5. გამოიყენეთ ბამბის ჩხირი
თუკი მოულოდნელად ახალწასმული ლაქი გაგიფუჭდათ, ნუ მოიშორებთ მთლიანად მას, გაასუფთავეთ მხოლოდ გაფუჭებული ნაწილი და ამისათვის ბამბის ჩხირი გამოიყენეთ.
6. გამოიყენეთ ფრჩხილის ზეთი
ისვით ზეთი ყოველდღიურად, რათა ფრჩხილები გამაგრდეს და ადვილად არ დაგტყდეთ და აგეფცქვნათ.
7. წაისვით ზედა ფენა
გადაისვით ფრჩხილზე ლაქის ზედა ფენა ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ, რათა მანიკიური დიდხანს შეგრჩეთ და ფრჩხილიც ადვილად არ მოგტყდეთ.
8. თუკი ფრჩხილების წვეროებმა აფცქვნა ან დამტვრევა დაიწყო...
მაშინვე მოიქლიბეთ და დააფიქსირეთ ატეხილი (აფცქვნილი) ადგილი ლაქით ან გადაისვით მთლიანად ერთი ფენა ლაქი.
9. დაფარეთ გაზრდილი ფრჩხილი
თუკი ფრჩხილები გაგეზარდათ და კორექციისთვის დრო არ გაქვთ, დაიფარეთ ფრჩხილის წამოსული ნაწილი ბრჭყვიალა დასაკრავებით.
10. გაიკეთეთ ფრენჩი
თუკი ფრჩხილების დაბოლოებებზე ლაქი გადაგძვრათ, გაიკეთეთ ფრენჩი. ასე მარტივად დაფარავთ ლაქგადაცლილ ფრჩხილებს.