ორი წლის წინ ექიმმა ჩარლი რუნელსმა შეიმუშავა ჰოლივუდის სელებრითებში და ახლა უკვე საქვეყნოდ პოპულარული პროცედურა – "კანის ვამპირული გადაჭიმვა", რომელიც თავდაპირველად ტელედივა კიმ კარდაშიანის მეშვეობით გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კიმმა "სისხლიანი" სელფით საზოგადოება შოკში ჩააგდო. თერაპიის არსი მდგომარეობს შემდეგში: ექიმი გიღებთ ცოტაოდენ სისხლს ვენიდან, შემდეგ ფილტრავს პლაზმას და თრომბოციტებს წითელი სხეულებისგან, რის შემდეგაც "სისხლიანი კოქტეილი" ინიექციის მეშვეობით შეჰყავს სახის კანში.
პროცედურის შემდეგ კანი ივსება თრომბოციტებით, რომელიც ქსოვილების რეგენერაციას უწყობს ხელს და ქმნის კოლაგენს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კანის ახალგაზრდობაზე, სიგლუვესა და სიმკვრივეზე.
"ვამპირული ლიფტინგი" შორს წავიდა და ახლა სილამაზის ინდუსტრიაში გამოჩნდა ახალი ტრენდი – მკერდის გადიდება სისხლის ინიექციით. ვიღაცას მოეჩვენება, რომ სისხლიანი ინიექციები – საშინელებათა ფილმის სცენაა, თუმცა, ექიმი რუნელსი ასე არ თვლის. მისი სიტყვებით, ამ 1800-დოლარიან პროცედურას შეუძლია გაადიდოს და გაამკვრივოს მკერდის ფორმა.
სისხლში, რომელიც ინიექციისთვის არის განკუთვნილი, კოლაგენია შერეული, რომელიც მკერდის "ტრანსფორმერის" როლში გვევლინება. ექიმი თავიდანვე გვაფრთხილებს: პროცედურა ყველასთვის არ არის რეკომენდებული.
მაგალითად, მათთვის, ვისაც იმპლანტანტი აქვს ჩადგმული, "ვამპირული ლიფტინგი" უკუნაჩვენებია. ხოლო ბუნებრივი მკერდის მფლობელებს თამამად შეუძლიათ მიმართონ სილამაზის ამ ნოუ-ჰაუს.
რუნელსის სიტყვებით, ამ თერაპიას არა მხოლოდ მკერდის გაზრდა შეუძლია, არამედ ძუძუს კერტების ფორმის შეცვლა და მკერდის ფორმის უფრო მომრგვალებაც.
პროცედურა მხოლოდ 15 წუთს გრძელდება და ის აბსოლუტურად უმტკივნეულოა – მხოლოდ ოდნავ პწკენას გრძნობთ. შესამჩნევი შედეგი პროცედურიდან მხოლოდ ერთ თვეში დგება, ეფექტი კი მინიმუმ ერთ წელს გრძელდება.