ნუ იჩქარებ სტომატოლოგთან ძვირად ღირებული პროცედურის ჩატარებას – კბილების ემალის გათეთრება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.
თავდაპირველად ამ პროცედურებზე დაითანხმე შენი სტომატოლოგი. სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის რეკომენდებული ასეთი პროცედურები. თუკი შენ მტკივნეული და მგრძნობიარე კბილები გაქვს, შესაძლოა, დამოუკიდებელად ჩატარებულმა პროცედურებმა პრობლემები შეგიქმნას.
პირველ რიგში, დააკვირდი მთავარ ფოტოზე მოცემულ ინფოგრაფიკას და ნახე თანმიმდევრობა, როგორ უნდა გაიხეხო სწორად კბილები.
ახლა კი დროა, კბილების გათეთრებას მივხედოთ:
1. მარწყვით
მარწყვი შეიცავს ვაშლის მჟავის ფერმენტს, რომელიც კბილის ემალის გათეთრებას უწყობს ხელს. შეგიძლია დაჭყლიტო მარწვი და შეურიო ჩვეულებრივ პურის ფქვილს და ეს მასა წაისვა კბილებზე. თუმცა, ეს ვარიანტი ზაფხულში, მარწყვის სეზონზე გამოგვადგება.
2. ვაშლის ძმარი
ეფექტური საშუალება კბილების გასათეთრებლად... უბრალოდ, კვირაში ერთხელ გამოივლე ვაშლის ძმარი.
3. მარილი
გამათეთრებელი ეფექტის მისაღწევად, კვირაში ერთხელ კბილის ემალი სუფრის მარილით გაიწმინდე.
4. დაფნის ფოთოლი
დააქუცმაცე დაფნის ფოთოლი, დაახეხე მას ლიმონის ან ფორთოხლის კანი, მიღებული მასით კი გაიწმინდე კბილები.
5. ქოქოსის კარაქით
კბილების გათეთრების უძველესი მეთოდი. ქოქოსის კარაქი ლაურინის მჟავას შეიცავს, რაც ბაქტერიებს ანადგურებს. სწორედ ბაქტერიების გამო ყვითლდება კბილები. წაისვი ცოტაოდენი ქოქოსის კარაქი კბილებზე და კარგად შეიზილე რამდენიმე წუთის განმავლობაში არა მარტო კბილებზე, არამედ ღრძილებზეც. შემდეგ გაიხეხე ჩვეულებრივი კბილის პასტით.
6. წყალბადის ზეჟანგი
ჩაიგუბე პირში "პერეკისი" და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიჩერე, იქამდე, სანამ ზეჟანგი პირში არ აქაფდება.
7. ბანანი
ბანანის კანის შიდა მხარე 15 წუთის განმავლობაში ისვი კბილებზე. როცა კბილებს ბანანის პასტა გადაეკვრება, დაიცადე 10 წუთი, შემდეგ კი გაიხეხე კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
8. სოდა
ეს კბილების გათეთრების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. კბილის ჯაგრისზე დაადე ჩვეულებრივი კბილის პასტა, ზემოდან მოაყარე ცოტაოდენი სოდა. შეგიძლია დააწვეთო ცოტა ლიმონის წვენიც და ამ მასით გაიხეხე კბილები. შემდეგ გამოივლე გრილი წყალი. ეს პროცედურა უსიამოვნო გემოს შეგრძნებებს იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ, მართლაც ეფექტურად ათეთრებს კბილებს.
ასევე, არ დაივიწყო სწორი კვების შესახებ: ნაკლები გაზიანი სასმელი, კოფეინი და ტკბილეული – და მაშინ შენი კბილები შესამჩნევად გათეთრდება.