მიშელ ფანი – ინტერნეტსივრცეში ძალიან ცნობილი ვიზაჟისტია. ის ქალბატონებს თავის მოვლის უამრავ საიდუმლოს უმხელს. ამჯერად ფორების გაწმენდის უმარტივეს ხერხს გვასწავლის.
ფორების გამწმენდი აპკი
დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი ჟელატინი
1 სუფრის კოვზი რძე
მომზადების წესი:
დაასხით ჟელატინს რძე. მოათავსეთ ჯამი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში 10 წამი.
აურიეთ. შემდეგ ორნავ გააგრილეთ და ფუნჯის მეშვეობით წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
დააცადეთ, სანამ ნიღაბი არ შეგაშრებათ, შემდეგ კი ფრთხილად აიძრეთ სახიდან.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვიდეოგაკვეთილში