გასაკვირი არ არის, რომ გვინეტ პელტროუ სტილის დედოფლად არის აღიარებული. მსახიობი ყოველთვის ნამდვილ ფურორს ახდენს თავისი გამოჩენით. გვინეტი თვლის, რომ ყოველ ქალს შეუძლია, აღაფრთოვანოს ძლიერი სქესი. მთავარია – ცოტა მონდომება.
გთავაზობთ 4 წესს, რომელსაც გვინეტ პელტროუ სისტემატურად იცავს იმისათვის, რომ 40 წლის შემდეგ ლამაზი სხეული შეინარჩუნოს.
გვინეტ პელტროუს სილამაზის საიდუმლოებები
1. ფანატიზმის გარეშე
მსახიობი თვლის, რომ არ ღირს გამუდმებით უარი თქვათ საყვარელ საკვებზე. ხანდახან შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, მიირთვათ ტკბილეული და კალორიული საჭმელი. უბრალოდ, ამის შემდეგ უფრო მეტი ივარჯიშეთ ან აქტიურად გაატარეთ დღე.
2. დაიწყეთ დღე სწორად
გვინეტი დილიდან სვამს რძიან ყავას. შემდეგ იწყებს ვარჯიშს. საუზმეზე მსახიობი ხილის ან ბოსტნეულის სმუზის მიირთმევს.
3. მოქმედება – ეს სიცოცხლეა
არ უნდა დაივიწყოთ ვარჯიში. თუნდაც ეს ყველაზე მარტივი ვარჯიშები იყოს, მისგან ეფექტი მაინც იქნება. შეეცადეთ, გამოჰყოთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის, ყველაფერი ხომ თქვენს ხელშია!
4. განეწყვეთ პოზიტივისთვის
გვინეტი ამტკიცებს, რომ სიცილის დროს მოქმედებს კუნთები, რომლების კორექცია სპორტითაც კი რთულია. არ დაგავიწყდეთ, რომ დადებითი ემოციები თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე პირდაპირ მოქმედებს.
მსახიობი თვლის, რომ ნებისმიერი ქალი უნდა ამაყობდეს საკუთარი ასაკით. 30 წლის შემდეგ ქალებმა ზუსტად იციან, რაც უნდათ ცხოვრებისგან და შეუძლიათ მომგებიანად წარმოაჩინონ საკუთარი ღირსებები.
გვინეტი გვირჩევს, იშვიათად ვიყუროთ სარკეში და მეტი დრო გავატაროთ საკუთარი თავის სასარგებლოდ. ეს პატარა საიდუმლოებები სტიმული გახდება თითოეული თქვენგანისთვის იმისათვის, რომ უკეთესად გამოიყურებოდეთ.