სიმელოტე – ძლიიერი სქესის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მამაკაცური "ატრიბუტი" სხვადასხვა მიზეზით ჩნდება: გენეტიკური ფონი, ჰორმონალური დარღვევები და სტრესებიც კი.
ფენების, უთოს, ქიმიური დახვევისა და ხშირი ღებვის გამო თმის ცვენის პრობლემა ქალებშიც აქტუალურია.
არსებობს გამელოტების რამდენიმე ტიპი, რომელთაგან ყველაზე რთულ შემთხვევაში ტრიქოლოგის კონსულტაციაა საჭირო. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც თუმცა, სრულად არ კურნავს, მაგრამ საკმაოდ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მიკროცირკულაციას თმის ზრდის ზონებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ხალხური საშუალებები გაგიმაგრებს თმის ძირებს და თავიდან აგაცილებს ცვენას.
როგორ ვებრძოლოთ სიმელოტეს
1. ბირკავასა და ჭინჭრის ნაყენი
შეურიეთ 2 სუფრის კოზი ჭინჭრის ფოთლები და იგივე რაოდენობის დაქუცმაცებული ბირკის ფესვი. დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი. 15 წუთი გააჩერეთ და გაწურეთ, შეიზილეთ თმის ძირებში დაბანის შემდეგ.
2. სპირტის ნაყენი
4 სუფირ კოვზ ხახვის წვენს დაასხით 6 სუფრის კოვზი ბირკავას ფესვების ნახარში და 1 სუფრის კოვზი კონიაკი. ყოველდღიურად შეიზილეთ მიღებული ნაყენი თმის ძირებში.
3. მდოგვის ფხვნილი
ცოტაოდენ მდოგვის ფხვნილს დაასხით ასევე ცოტა თბილი წყალი, უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა – შეიზილეთ მასაჟის მოძრაობით პრობლემურ ადგილებში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად. თუმცა, ფრთხილად: თუკი ოდნავ მაინც იგრძნობთ წვას, მაშინვე ჩამოიბანეთ წყლით!
4. ალოეს წვენი
რეკომენდებულია რეგულარულად შეიზილოთ გამელოტების ზონებში ალოეს წვენი.
5. მარილი
დაბანილ თავზე, თმის განაყოფეზე დაიყარეთ სუფრის მარილი და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა თმის ყოველი დაბანის შემდეგ.
6. ნიღბები
მარილისა და კეფირისგან შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი ნიღები: 50 გ მსხვლად დაფქული მარილს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი. შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. მოურიეთ ინგრედიენტებს ხის კოვზით და დაიდეთ ნიღები სველ თმაზე. შეიფუთეთ თავი ნახეარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ ბავშვის შამპუნით.
ასევე: შეურიეთ 2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თაფლი, მიიღებთ ძალიან ეფექტურ ნიღაბს, რომელიც უნდა შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში და გაიჩეროთ 2-4 საათი, შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით.
7. მასაჟი
ყველაზე სასიამოვნო პროცედურა! რაც შეიძლება ხშირად იკეთეთ თავის მასაჟი. დაბანის წინ შეგიძლიათ ქოქოსის ან ბირკის ზეთში დასველებული თითებით რბილად დაიზილოთ თავის კანი. ნუ დაიზარებთ – ამას სულ რამდენიმე წუთი დაჭირდება!
იმისათვის კი, რომ სწრაფად გაგეზარდოთ თმა, მიირთვით მეტი ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, განსაკუთრებით კი A და E-ს, ასევე მიკროელემენტებს – კალიუმს, მაგნიუმსა და თუთიას.
თმის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია სწორ კვებასთან, ამიტომაც ნუ უგულებლყოფ ამ ფაქტს...