შავი წერტილები ყველას აქვს. მათთან ბრძოლის მილიონი საშუალება არსებობს. პრობლემა იმაშია, რომ ყველა ისინი კანისთვის საზიანოა ან ცხოვრების წესის შეცვლას მოითხოვს.
ჩვენ ალტერნატიული ხერხი ვიპოვეთ, რომელიც, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ პრობლემის გადაწყვეტაში, როდესაც მან პიკს მიაღწია, მეორე მხრივ - პროფილაქტიკისთვისაც მშვენივრად გამოდგება.
უპირველეს ყოვლისა: არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ სახე ჯაგრისით.
სკრაბის ეფექტი - კარგია, ჯაგრისით სახის გაწმენდა - ცუდი, რადგან ჯაგრისებს მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.
გაიკეთეთ პილინგი, ფრთხილად და აკურატულად, როგორც კოსმეტოლოგი გირჩევთ. სხვაგვარად, ნუ გაგიკვირდებათ, თუ კანი გაგიუხეშდებათ და ნაადრევად დაგიბერდებათ.
თავი და თავი - კვერცხის ცილაა
კვერცხის ცილა - უამრავი კოსმეტიკური პრობლემის გადასაჭრელად ფანტასტიკური საშუალებაა, მათ შორის, შავი წერტილების.
ჩვენი მარტივი (და იაფი) საშუალება გულისხმობს მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენებას: კვერცხის ცილა და ქოქოსის (ან ზეითუნის) ზეთი.
რძე და თაფლი
თაფლიც ძალზე სასარგებლოა კანისთვის. რძე კი - შავი წერტილების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.
1 ს.კ. თაფლი შეურიეთ 1 ჩ.კ. თბილ რძეს. ნიღაბი სახეზე დაიდეთ 15 წუთით. ჯერ თბილი წყლით დაიბანეთ, შემდეგ კი გაციებული ადუღებული წყლით.
თაფლი და დარიჩინი
კიდევ ერთი საოცარი ნიღაბი სახისთვის. მოურიეთ ¼ ჩ.კ. დარიჩინი თაფლთან ერთად. მიღებული მასა წაისვით მთელ სახეზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ ან დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ გახდება შესამჩნევი.
აქტივირებული ნახშირი
როგორც ცნობილია, ნახშირი ეხმარება ნაწლავის გაღიზიანების დროს, მაგრამ მას აგრეთვე შეუძლია თქვენს სახეს დაეხმაროს.
აქტივირებული ნახშირის 1-2 აბი დაფქვით, კარგად მოურიეთ ახლად დაწურულ ლიმონთან (1.ჩ.კ.) და უცხიმო იოგურტთან.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 16-20 წუთით. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
ლიმონის ტონიკი ფორების შესავიწროებლად
შესაძლოა, შეამჩნიოთ, რომ გათავისუფლდით შავი წერტილებისგან, ისინი კი ისევ გაჩნდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ფართო კანის ფორები გაქვთ. მათი შევიწროება ერთი პროფილაქტიკური პროცედურით არის შესაძლებელი.
დაწურეთ ერთი ლიმონი ერთ ბოთლ სუფთა სასმელ წყალში. ყოველ დილით დაიბანეთ ამ ნარევით სახე - შავი წერტილები არასოდეს დაგიბრუნდებათ.