პომადის არჩევანი არცთუ ადვილი საქმეა. თქვენ შეეჩვიეთ, პომადა კანის ფერს, ხასიათს, სამოსს შეუხამოთ და რატომ არ გსურთ, შეარჩიოთ პომადა ზოადიაქოს ნიშნის მიხედვით?
გაიგეთ, რას გირჩევენ ვარსკვლავები:
ლომი - სისხლისფერი წითელი
თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული, სასიამოვნო და ლოიალური გოგონა ხართ. თქვენ ნამდვილად მოგიხდებათ ასეთი მკვეთრი პომადა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება.
სასწორი - ნაზი ვარდისფერი
ისეთ ელეგანტურ, კარგად აღზრდილ და დახვეწილ ქალბატონს, როგორიც თქვენ ხართ, ძალიან მოგიხდებათ ნაზი ვარდისფერი პომადა. ეს პრეტენზიული ფერი არ არის და ნებისმიერ სამოსს მოუხდება.
ქალწული - კენკრისფერი
თქვენ დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების მქონე ქალბატონი ხართ. შეარჩიეთ ცივი ფერები, როგორიცაა კენკრისფერი.
მორიელი - შინდისფერი
თქვენი ვიზუალი მისტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს, გემოვნება კი განუსაზღვრელია. გჭირდებათ პროვოკაციული პომადა. მორიელებს მოუხდებათ თამამი ფერები.
მშვილდოსანი - მარჯნისფერი
როგორც ნამდვილი მონადირე, ყოველთვის საინტერესო მიზნებს ეჭიდებით. თქვენთვის ხელსაყრელია პრაქტიკული და თამამი ფერები. გაგრძელება