ჩაშავებული თვალები – ბევრი ადამიანის პრობლემაა. ხშირად მას დაღლილობისა და გამოუძინებლობის ნიშნად მიიჩნევენ,
მაგრამ ბევრს თვალის ირგვლივ სიშავეები ბავშვობიდან აქვს – ეს უკვე გენეტიკურია. ასევე, ეს შეიძლება ალერგიის მიზეზი იყოს; მესამე - გაჭედილი ცხვირის შედეგი.
სხვა მიზეზები უკავშირდება სტრესს, ანემიას, გადაჭარბებულ ძილს, ეგზემას, ცრემლდენას და სხვა. ზოგიერთ ადამიანს კი თვალები მარილისა და ალკოჰოლური სასმლის გადაჭარბებული მიღების, ასევე, მოწევის გამო უშავდება.
დაბოლოს, ჩაშავებული თვალები ღვიძლის დაავადებასა და ჰიპოთირეოზზე მიუთითებს.
მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ სიშავეების მოსაშორებლად ბევრი მეთოდი ვერ ამართლებს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი თვალის ირგვლივ ნაზ კანს აზიანებს კიდეც.
თუკი გსურთ სცადოთ ხელმისაწვდომი, მარტივი და ბუნებრივი მეთოდი, სცადეთ ეს შინაური საშუალება.
მხოლოდ და მხოლოდ დაგჭირდებათ – ცხელი წყალი (შეგიძლიათ ჩაი) და ბამბის ტამპონი.
ერთ ჭიქა წყალში ან ჩაიში გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა. შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ მიღებულ ხსნარში და 15 წამის განმავლობაში შეიზილეთ ნაყენი თვალის ირგვლივ კანში. შემდეგ კი დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ.