თმის მოცილების ორი მეთოდი არსებობს: დეპილაცია (თმის მექანიკური მოცილება, რომელიც არ ეხება თმის ბოლქვს - ფოლიკულს) და ეპილაცია (რომელიც აზიანებს უშუალოდ თმის ფოლიკულს, რომლიდანაც იზრდება თმა).
დეპილაცია თავის მხრივ მოიცავს:
გაპარსვას,
თმის ქიმიურ გახსნა-დაშლას სპეციალური კრემის (კრემ-დეპილატორის) საშუალებით,
ენზიმურ დაშლას (ანუ თმის დაშლა-მონელებას ფერმენტების დახმარებით),
მექანიკურ მოცილებას აპარატ-დეპილატორის საშუალებით,
ცვილის გამოყენებას.
ორივე ფეხზე თმის მოსაშორებლად გირჩევთ დეპილაციის რომელიმე მეთოდს მიმართოთ, განსაკუთრებით კი, მექანიკურ მოცილებას აპარატ-დეპილატორის საშუალებით. ვიდრე ამ მეთოდის სპეციფიკას შევეხებით, გაპარსვის პროცედურაზე მოგახსენებთ.
ეს უკანასკნელი ყველაზე იდეალურ მეთოდად არის მიჩნეული იმ თვალსაზრისით, რომ გაპარსვის პროცედურის დროს თმის ღერების "მოკვეთა-მოცელვასთან" ერთად ხდება კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების ჩამოფცქვნა.
გაპარსვა (კონკრეტულად ფეხების), როგორც დეპილაციის მეთოდი, დღეს ნაკლებპრაქტიკული და რამდენადმე უგულებელყოფილია იმის გამო, რომ მექანიკური სტიმულაციის გამო თმა უფრო ინტენსიურად იზრდება; გარდა ამისა, გლუვი და მომხიბვლელი კანის ეფექტი ამ მეთოდით ნაკლებად მიიღწევა. გაგრძელება