ფქვილით დაბანისთვის გამოგადგებათ მუხუდოს ფქვილი. აგრეთვე ბარდის, ჭვავისა და შვრიის ფანტელი. მუხუდოს ფქვილ სასარგებლოა ტანისა და თმისთვის.
როგორ უნდა გამოიყენოთ მუხუდოს ფქვილი სახის კანის მოსავლელად
კოსმეტიკის მოსაშორებლად საუკეთესოა ზეითუნის ზეთი. გასუფთავებული სახე (კვირაში ერთხელ მაინც) დაიბანეთ მუხუდოს ან შვრიის ფანტელით ("ჰერკულესი").
ერთ სადილის კოვზ მუხუდოს ფქვილს იმდენი წყალი დაუმატეთ, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. შესაძლებელია, წყლის მაგივრად რძე გამოიყენოთ, ნაღები ან მაწონი. გადაინაწილეთ სახეზე და წრიული, მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კანში. მუხუდოს ფქვილს სკრაბის ეფექტი აქვს, პარალელურად, სასარგებლო ნივთიერებებით აღავსებს კანს.
გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. სხვათა შორის, ის ტანის დასაბანადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სკრაბის ეფექტი აქვს და მისი გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ კანი "სუნთქავს".
რაც შეეხება მუხუდოს ფქვილით თავის დაბანას, მშრალ თმაში უნდა შეიძილოთ, დაიმასაჟოთ თავის კანი და ჩვეულებრივი წესით ჩამოივარცხნოთ.
თუ მუხუდოს ფქვილი არ გაქვთ, იგი შეგიძლიათ შვრიის დაფქვილი ფანტელებით ჩაანაცვლოთ. იგი მოგაშორებთ შავ წერტილებს, ცხიმიან ნადებს, ჩაგიქრობთ მცირე ანთებებს და შეგიმცირებთ ფორებს.