1. ტუჩების მოვლა
კბილების გამოხეხვის შემდეგ დრო ტუჩების მოვლასაც დაუთმეთ. კბილის ჯაგრისით მასაჟი გაიკეთეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ტუჩები მკვეთრ ფერს შეიძენს და მოგცილდებათ გარქოვანებული კანი.
შეგიძლიათ სკრაბი (1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მწიკვი შაქარი) მოამზადოთ და ტუჩები იმით დაიმუშაოთ. პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვით ჰიგიენური პომადა.
2. ვარცხნილობის შესაქმნელად
ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ თმა რომ არ ჩამოგეშალოთ, კბილის პასტაზე თმის გელი ან ლაკი დაასხურეთ და თმა გადაივარცხნეთ.
3. მოვლილი წარბები
კბილის ჯაგრის საუკეთესო საშუალებაა წარბების დასავარცხნად. მასზე შეგიძლიათ სპეციალური გელი მოათავსოთ და ისე დაივარცხნოთ.
4. ნუნებისთვის
თუ მანიკიურის გაკეთება გადაწყვიტეთ, აბაზანის შემდეგ ნუნები კბილის ჯაგრისით დაიმუშავეთ. ფრჩხილებზე კი სპეციალური ბალზამი ან ზეთი წაისვით.
5. ვარცხნილობის ასამაღლებლად
მოცულობის მისანიჭებლად სავარცხლის ნაცვლად კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.
6. მოდური მანიკიური
ფრჩხილებზე წაისვით ლაქი და კბილის ჯაგრისით რელიეფური ნახატი შექმენით. განსაკუთრებით საინტერესო "ნახატი" გამოგივათ, თუ რამდენიმე ფენის ლაქს წაისვამთ და მერე გადაისვამთ ჯაგრისს.
7. სავარცხლის გაწმენდა
ამ პროცედურისთვისაც ჯაგრისი დაგჭირდებათ. მისი დახმარებით სავარცხლის კბილებს შორის ჩამჯდარ ჭუჭყს კარგად გამოწმინდავთ.
8. წამწამების დავარცხნა
ჯაგრისის ფუნჯი უფრო თხელი და ხშირია, ვიდრე წამწამების/წარბების სავარცხლის. ამიტომ ბიუთი-ბლოგერები წამწამების ერთმანეთისგან დაშორებას სწორედ ჯაგრისით გვირჩევენ.
9. თმის შეღებვა
თუ თმის ვიწრო ზოლის ან ძირების შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაშიც კბილების ჯაგრისი გამოგადგებათ.