ზამთარი, ყინვა - პირველი მტერია ხელის კანისთვის. ალბათ, არანაირი კრემი აღარ შველის გამომშრალ კანს. გასწავლით უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც ბევრად გამოგისწორდებათ ხელებზე კანის მდგომარეობა.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ხელებს, გარდა ნიღბისა, ზამთარში დაცვა მაინც სჭირდება. ეცადეთ, არ გახვიდეთ გარეთ ხელთათმანის გარეშე და სისტემატურად ისვით ხელის კრემი.
დაფქული ყავა - იდეალური მასალაა სკრაბისთვის. აურიეთ ერთმანეთში ¼ ჭიქა დაფქული ყავა, ¾ ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჭიქა ნუშის ზეთი და 2 წვეთი ვანილის ესენცია. მიღებული არომატული სკრაბი ნაზად მოაშორებს ხელებს აქერცლილ კანს, ხოლო მასში შემავალი ზეთი დიდი ხნით შეუნარჩუნებს სირბილეს. სკრაბი მაცივარში შეინახეთ.