თვალის ჩაშავებული უპეები... ამ პრობლემასთან შეხება თითოეულ ჩვენგანს ჰქონია. ეს მცირედი დეტალი მზერას დაღლილს ხდის და აბერებს კიდეც...
როგორ მოვიშოროთ სიშავე თვალის ირგვლივ
დაგჭირდებათ:
• ყავის ნალექი
• ქოქოსის ზეთი
• დაფქული შავი პილპილი
გამოყენება:
1. ხელისგულზე მოზილეთ ინგრედიენტები
2. თითის წვერით ფრთხილად წაისვით მასა თვალების ირგვლივ.
3. დატოვეთ მასა 5-10 წუთით, სანამ არ გაშრება.
4. გაიწმინდეთ კანი რბილი ქსოვილით და წყლით.
ყავა ანთებას აცხრობს, შავი პილპილი სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ზეთი კი იცავს კანს და ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ. ყავა და შავი პილპილი შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც იცავს კანს დაბერებისგან, აჯანსაღებს, მკვრივს და ელასტიკურს ხდის მას.
იხილეთ ასევე:
10 ეფექტური ნიღაბი ქუთუთოს კანისთვის. გაახალგაზრდავდით შინიდან გაუსვლელად!