ოცნებობთ ლამაზ და ჯანმრთელ სახის კანზე? გსურთ მოიცილოთ მიმიკური ნაოჭები ან სიმშრალე? კანის მოვლა პირველ რიგში კვებით იწყება.
სწორედ კვება ახდენს უპირველეს გავლენას ჩვენს გარეგნობაზე.
კანის მოვლისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მარტივი წესები:
არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ ზედმეტი;
კარგად დაღეჭეთ საკვები;
არ ჭამოთ სწრაფად;
ეცადეთ გამოიყენოთ, რაც შეიძლება მეტი ვიტამინი (ხილი, ბოსტნეული);
არ დაივიწყოთ მინერალებისა და კალციუმის შესახებ;
და რა თქმა უნდა, მიღიეთ მხოლოდ ახალი, ქორფა და მაღალხარისხიანი პროდუქტები.
თუმცა, სწორი კვება ვერ მოგცემთ 100 %-იან შედეგს. სწორ რაციონთან ერთად რეკომენდებულია სილამაზის ფრანგული სალათა. ეს სალათა ცნობილა მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ საოცარი გემოთი, არამედ ეფექტურობითაც. ტყუილად კი არ ითვლებიან ფრანგები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და მოვლილ ქალებად.
მაშ ასე, ფრანგული სილამაზის სალათის რეცეპტი:
შვრიის ფანტელი (2 სუფრის კოვზი);
ცივი რძე (3 სუფრის კოვზი);
ცივი ანადუღარი წყალი (6 სუფრის კოვზი);
შაქარი (1 სუფრის კოვზი);
ცოტაოდენი ლიმონის წვენი (დაახლოებით 1 ჩ/კ)
1 მოზრდილი ვაშლი (სასურველია, ანტონოვკა).
დაასხით შვრიის ფანტელს წყალი და გააჩერეთ 40-50 წუთი. შემდეგ დაუმატეთ რძე, შაქარი, ლიმონის წვენი, გახეხილი ვაშლი.
სალათა მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
ასევე იხილეთ:
მან ორი ინგრედიენტი შეურია და სახის უნიკალური ნიღაბი დაამზადა!