რა იწვევს თმის ცვენას და 6 მეთოდი მის შესაჩერებლად
რა იწვევს თმის ცვენას და 6 მეთოდი მის შესაჩერებლად
უმეტესობა ფიქრობს, რომ თმის ცვენა, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ და მას იშვიათ ასაკობრივ დაავადებებს მიაწერენ. სინამდვილეში, მილიონობით ქალსაც აწუხებს გამელოტება, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება.
განვიხილოთ თმის ცვენის ძირითადი მიზეზები და რაც მთავარია, როგორ შევიცვალოთ ცხოვრების წესი ამ პრობლემის გადასაწყვეტად. უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, როგორი საზიანოა თმის საშრობის გამოყენება, თმის გასწორება და შეღებვა. ასევე, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები და სისხლის ცუდი მიმოქცევა გახდეს.




მიზეზი #1: გენეტიკა

როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში, გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა.

მიზეზი #2: ჰორმონალური ცვლილებები

ხშირად ქალების თმის ცვენას ჰორმონალური ცვლილებები ან ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. უამრავ ქალს მშობიარობის შემდეგ უთხელდება თმა. ზოგიერთს - მენოპაუზის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრ ჯირკვალს შეუძლია იქონიოს ზეგავლენა ჰორმონებზე.

მიზეზი #3: სამედიცინო პრეპარატები

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღების შედეგი გახდეს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე, ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება.

მიზეზი #4: ინფექციები და კანის დაავადებები

ალოპეცია (ნაწილობრივი გამელოტება) აუტომუნური დაავადებაა, რომელიც ჩნდება, როცა ორგანიზმს არ ძალუძს ამოიცნოს საკუთარი უჯრედები და ანგრევს თმის ფოლიკულებს (მიიჩნევს მათ უცხო უჯრედებად).
თუ საეჭვო სიმპტომები აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

მიზეზი #5: ორიგინალური ვარცხნილობები

ეცადეთ, არ გადაიჭიმოთ და მჭიდროდ არ შეიკრათ თმა. ამან შესაძლოა, მექანიკური გამელოტება გამოიწვიოს. ასევე, ერიდეთ თმის ინტენსიურ მოვლას. დერმატოლოგი ვენდი რობერტსი გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს, საღებავებს და თმის გასასწორებელ "უთოებს".

მიზეზი #6: ფიზიკური ან ემოციური შოკი

თმის ცვენის სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, რომელიც დაავადებებთან არის დაკავშირებული. უამრავი ადამიანი ფიზიკურ და ემოციურ შოკს განიცდის სხვადასხვა გარემოების გამო.

საშუალება#1: მიიღეთ ბიოტინი

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ბუნებრივი და მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ თმის ცვენას. დასაწყისისთვის, მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინითა და ვიტამინებით.

ვიტამინი В7, მეტად ცნობილი, როგორც ბიოტინი, ეხმარება თმისა და ფრჩილების ზრდაში, ასევე, ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს. ბიოტინებით მდიდარია კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ბიოტინი ბიოდანამატების სახით.

საშუალება #2: შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობას ზეთი გამჭვირვალე ოქროსფერი სითხეა თხილის სურნელით. იგი მდიდარია Е და В ვიტამინებით, მინერალებით, რომლებიც აუცილებელია სოკოვანი და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ჟოჯობას ზეთი ასევე გახლავთ თმის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტური საშუალება. შეიზილეთ ზეთი თავის კანის დაზიანებულ არეებში.

საშუალება #3: დალიეთ ჩაი, რომელიც თმის ზრდას ასტიმულირებს

პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმს კანის ცხიმის გამომუშავებაში, რომელიც თავის კანს ამშვიდებს და აქრობს ქერტლს.
როზმარინს გააჩნია თვისებები, რომლებიც ამაგრებს თმის ფოლიკულებს და თმის ცვენას აჩერებს.
სხვა ბალახეული და ძირები - ჭინჭარი, სერენოას პალმა - შეიცავს ელემენტებს,
რომლებიც ეხმარება თმის ზრდაში და თავის კანის სისხლის ცირკულაციაში. .

საშუალება #4: გაუფრთხილდით თმას

თმის დასაცავად, მოუარეთ მათ ნაზად. დაივარცხნეთ ფრთხილად. თუ თმის გელი ან ლაქი წაისვით, ეცადეთ, არ დაივარცხნოთ მას მერე, რაც ფიქსაციის საშუალებები გახმება, რადგაც ეს თმის მტვრევას გამოიწვევს.
ერიდეთ თმის ხშირად გასწორებასა და დახვევას.

საშუალება #5: სისხლის ცირკულაციის სტიმულირება

მნიშვნელოვანია სისხლში ჟანგბადის ოდენობის შენარჩუნება. ეს ასევე ეხება თავის კანს. სინჯეთ თავის მასაჟი ალოე ვერას გელის დახმარებით.


საშუალება #6: გაიკეთეთ მოცულობითი ვარცხნილობა

საპარიკმახეროში მორიგი ვიზიტისას სთხოვეთ სტილისტს, მრავალსაფეხურიანი ვარცხნილობა გაგიკეთოთ და ჰკითხეთ საშუალებებზე, რომლის მეშვეობითაც თმას მოცულობას შესძენთ.
გამოიყენეთ თმის ნატურალური მუსები, რომლის გამოყენება შესაძლებელია თმის ძირის გასამაგრებლად.

კომენტარები (1)
დარეჯანი ცისკადზე
მაქვს პრობლემა დამეწყო თმის ცვენა კეფაზე, ვარ 60 წლის, ვღებულობ წნევის წამალს მხოლოდ,რა მოვიმომედო და რა გამოკვლევები დამჭირდება, გმადლობთ
მსგავსი სიახლეები
12:12 / 20-05-2016
თმის ცვენის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. ვიტამინების უკმარისობა, სტრესები, თმის ფოლიკულის ტრავმირება, უხარისხო კოსმეტიკა - ეს ყველაფერი იწვევს თმის ცვენას.
12:18 / 05-05-2016
იცოდით, რომ არსებობს ბალახები, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის არის განკუთვნილი? მამაკაცის ბალახეულზე ალბათ ბევრს გსმენიათ – ეს ჟენშენია. მაგრამ რომელი მცენარეა ქალის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო?
12:11 / 13-04-2016
იცოდით, რომ ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე, სიმხნევესა და სიცოცხლის ხალისზე ჰორმონები მოქმედებს? სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
11:15 / 18-02-2016
უმეტესობას არ გვაქვს იმის ჩვევა, ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს. ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა უკვე ისე გვაწუხებს რაღაც, რომ ვერ ვუძლებთ. არადა, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება.
15:01 / 03-02-2016
შესაძლებელია თუ არა, რომ ფრჩხილის ლაქი, რომელსაც მანიკიურისთვის ან პედიკიურისთვის ვიყენებთ, ჰორმონალური დისბალანსისა და წონაში მომატების მიზეზი გახდეს?
12:10 / 08-01-2016
ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ კვერცხი მძიმედ გადასამუშავებელი პროდუქტია და რომ ის სავსეა ქოლესტერინით. ამიტომაც ბევრმა სრულიად გამორიცხა კვერცხი რაციონიდან.
12:33 / 19-12-2015
ფქვილით დაბანისთვის გამოგადგებათ მუხუდოს ფქვილი. აგრეთვე ბარდის, ჭვავისა და შვრიის ფანტელი. მუხუდოს ფქვილ სასარგებლოა ტანისა და თმისთვის.
15:20 / 01-12-2015
ჩაშავებული თვალები – ბევრი ადამიანის პრობლემაა. ხშირად მას დაღლილობისა და გამოუძინებლობის ნიშნად მიიჩნევენ,
მაგრამ ბევრს თვალის ირგვლივ სიშავეები ბავშვობიდან აქვს – ეს უკვე გენეტიკურია. ასევე, ეს შეიძლება ალერგიის მიზეზი იყოს; მესამე - გაჭედილი ცხვირის შედეგი.
13:55 / 21-11-2015
სიმელოტე – ძლიიერი სქესის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მამაკაცური "ატრიბუტი" სხვადასხვა მიზეზით ჩნდება: გენეტიკური ფონი, ჰორმონალური დარღვევები და სტრესებიც კი.
11:26 / 06-10-2015
რა თქმა უნდა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჰორმონალური ფონის რეგულარული შემოწმებაა. და აი, რომელი ჰორმონებია, რომელთა მორჯულებაც ჩვენს წონაზე პირდაპირ აისახება:
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სილამაზის ამ თურქული რეცეპტის მეშვეობით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც გასწორდება!
13:36 / 28-05-2016
ჯერ კიდევ რამდენიმე წულის წინ შენი სახის დანახვა სარკეში გიხაროდა, ახლა კი ნაოჭები არ გაძლევს მოსვენებას? დაუყოვნებლივ იმოქმედე! ჩვენ გვაქვს თურქული ნიღბის საოცარი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
ქოქოსის ზეთისა და საკვები სოდის ნარევით სახის დაბანის შემდეგ კანის პრობლემებს დაემშვიდობეთ!
14:22 / 27-05-2016
დღეს ჩვენ საოცარი კოსმეტიკური საშუალების რეცეპტს გაგანდობთ, რომელიც ღრმად წმენდს ფორებს და დაგეხმარებათ გამონაყარისგან გათავისუფლებაში. გარდა ამისა, ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს.
როგორ გავიზარდოთ მკერდი ცერეცოსა და ოროვანდის დახმარებით
13:52 / 27-05-2016
მკერდის ოპერაციის გარეშე გაზრდა შესაძლებელია. ჩვენ ვიცით საიდუმლო, რომლის წყალობითაც თქვენი მკერდი თქვენი საამაყო ორგანო გახდება.
დაიბანეთ ამ კოსმეტიკური საშუალებით სახე და თვალის დახამხამებაში გაახალგაზრდავდებით
16:03 / 26-05-2016
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თქვენთვის კარგად ნაცნობია მსგავსი პრობლემები: გაფართოებული ფორები, აკნე და შავი წერტილები. კანის უამრავი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ზოგიერთი პროდუქტის რაციონიდან ამოღებით, მაგალითად, რაფინირებული შაქრის, რომელიც გამონაყარს იწვევს.
როგორ მოვუაროთ სწორად ჩამოკიდებულ ქუთუთოს! შედეგი საოცარია!
15:49 / 25-05-2016
როგორც წესი, ჩამოკიდებული ქუთუთო დაბერების ბუნებრივი პროცესის შედეგია, მაგრამ ეს შესაძლოა, ტრავმითაც იყოს გამოწვეული, ნერვის დაზიანებით და რამდენიმე დაავადებითაც კი.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მომავალში მუდამ გაყინავთ ლიმონს!
13:45 / 23-05-2016
ლიმონი უნიკალურ მინარევებს შეიცავს, რომელთაც ლიმონოიდები ეწოდება.
მან თვალის ირგვლივ კანზე ქოქოსის კარაქის წასმა დაიწყო – სულ მალე საოცარი შედეგი მიიღო!
15:49 / 20-05-2016
ქოქოსის კარაქი მართლაც უნიკალური პროდუქტია. გარდა იმისა, რომ ის საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კანის მოვლის უნიკალური საშუალებაც გახლავთ.
როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა! დიდი ალბათობით, რაპუნცელი ამ საშუალებას იყენებდა...
12:12 / 20-05-2016
თმის ცვენის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. ვიტამინების უკმარისობა, სტრესები, თმის ფოლიკულის ტრავმირება, უხარისხო კოსმეტიკა - ეს ყველაფერი იწვევს თმის ცვენას.
თმის სწრაფი ზრდა ერთი მარტივი საშუალებით!
13:26 / 18-05-2016
აბუსალათინის ზეთი დადებითად ზემოქმედებს თმის ფოლიკულებზე და ასტიმულირებს მის აქტიურ ზრდას. შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან, თუ როგორ მოუაროთ თმას ამ საშუალების დახმარებით.
10 შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურად ვუშვებთ თავის მოვლისას. დაუყოვნებლივ გამოასწორეთ ისინი!
12:12 / 18-05-2016
ქალები ცოტა დროს არ უთმობენ საკუთარ თავს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ხშირად ყველა მცდელობა ფუჭი ხდება ყოველდღიურად დაშვებული, პატარ-პატარა შეცდომების გამო.
არქივის კალენდარი