გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ბავშვის პუდრი უამრავ სიტუაციაში დაგეხმარებათ, იგი საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს ჩანთაში. მას იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ შემცვლელს ვერ მოუძებნით.
1. მისი გამოყენება შეიძლება მშრალი შამპუნის ნაცვლად, როცა სწრაფად გსურთ თმა წესრიგში მოიყვანოთ და დაბანის დრო არ გაქვთ.
2. იგი შეგიძლიათ მაკიაჟის წასმამდე პრაიმერად გამოიყენოთ.
3. მაკიაჟის დასასრულებლად და სახიდან ბზინვარების მოსაშორებლადაც საბავშვო პუდრი დაგეხმარებათ.
4. წამწამები უფრო ხშირი გამოჩნდება, თუ ტუშის წასმამდე ჯაგრისზე ცოტაოდენ საბავშვო პუდრს დაყრით და წამწამებს დაიმუშავებთ. შემდეგ გადაისვამთ ტუშის ჯერ ერთ ფენას, მისი გაშრობის შემდეგ - მეორეს.
5. წარბები ხშირი და მოცულობითი რომ გამოჩნდეს, მათ მოხატვამდე წარბებზე მცირე რაოდენობის პუდრი დაიყარეთ და მერე დაიმუშავეთ ფანქრით.
6. ცვილის ან შაქრის დეპილაციის შემდეგ კანი რომ არ გაგიღიზიანდეთ, პროცედურამდე და მის შემდეგაც პრობლემური ადგილი საბავშვო პუდრით დაიმუშავეთ.
7. ტუჩიდან პომადა რომ არ გადაგეცალოთ, პომადის წასმის შემდეგ ზემოდან საბავშვო პუდრი დაიყარეთ და ქაღალდის თეთრი ხელსახოცი მიიდეთ. პუდრის ფენა არ გამოჩნდება, სამაგიეროდ, მაკიაჟს დიდი ხნით შეგინარჩუნებთ.
8. გაპარსვის შემდეგ კანი არ გაგიღიზიანდებათ, თუ საბავშვო პუდრით დაიმუშავებთ.
9. ჭრილობა ან ნაკაწრი სწრაფად რომ შეგიხორცდეთ და მასში ინფექცია არ შევიდეს, პუდრი დაიყარეთ.
10. სიარულის დროს ფეხების ერთმანეთზე გასმის დროს კანი იხეხება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ კაბის ქვეშ კოლჰოტი არ გვაცვია. ასე რომ არ მოხდეს, პრობლემური ადგილი საბავშვო პუდრით დაიმუშავეთ.
11. ფეხსაცმელმა კანი რომ არ გაგიხეხოთ, ამ შემთხვევაშიც ფეხსაცმლის შიგნითა მხარე პუდრით დაიმუშავეთ.
12. ვარჯიშამდე სპორტულ ფეხსაცმელში საბავშვო პუდრი ჩაყარეთ და ვარჯიშის შემდეგ ოფლიანი ფეხების სუნი აღარ შეგაწუხებთ.
13. თუ ზაფხულში ზეწარზე საბავშვო პუდრს დაყრით, იგი მთელი ღამის განმავლობაში შეგინარჩუნებთ სიგრილის შეგრძნებას.
14. პლაჟზე გასვლამდე ფეხები საბავშვო ტალკით დაიმუშავეთ და ქვიშა აღარ მოგეკრობათ.
<div></div>