კბილების გათეთრების შინაურ მეთოდს, ძირითადად, მაშინ მივმართავთ, როცა სასწრაფოდ გვჭირდება ქათქათა ღიმილი და სტომატოლოგთან წასვლის დრო არ გვაქვს.
ლამაზი ღიმილი ხომ – კარგი განწყობისა და საკუთარი თავის რწმენის გარანტია.
გთავაზობთ კბილების გათეთრების კიდევ ერთ მეთოდს, რომლის მთავარი ინგრედიენტი – ჩვეულებრივი ფოლგაა. აქვე გეტყვით, რომ ხშირად ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეფექტი შთამბეჭდავია!
კბილების გათეთრება ფოლგის მეშვეობით
დაგჭირდებათ:
ფოლგა
მარილი
სოდა
კბილის პასტა
ცოტაოდენი მოთმინება
გამოყენება:
გააკეთეთ ფოლგისგან ყბის ფორმა.
კბილის პასტას შეურიეთ სოდა და მარილი შემდეგი რაოდენობით: 2:1:1-ზე.
გაავსეთ ყბის ფორმის ფოლგა მიღებული პასტით და გაიკეთეთ კბილებზე.
გაიჩერეთ 15 წუთი.
შემდეგ მოიხსენით ფოლგა, გამოივლეთ წყალი და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
პირველივე პროცედურის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ.
მეტი თავდაჯერებულობისთვის გირჩევთ, წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ სტომატოლოგთან.