მაკიაჟსა და კოსმეტოლოგიაში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება: ლამაზი, მოვლილი სახე თვალს ყოველთვის უხარია! სამწუხაროდ, არავინ ვართ დაზღვეული კანის პრობლემისგან, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პირველადი დახმარების შესახებ...
თუკი კანზე გამონაყარმა ნაწიბურები დაგიტოვათ, სცადეთ სპეციალური კრემის მომზადება.
ინგრედიენტები:
კაკაოს კარაქი 1/4 ჭიქა
თაფლი 1 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი 1/4 ჭიქა
ლავანდის ზეთი 3-4 წვეთი
მომზადების წესი და გამოყენება:
გაადნეთ კაკაოს და კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
როცა მასა გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, შედგით მაცივარში 20 წუთით. შეინახეთ კრემი მინის ჭურჭელში.
წაისვით კრემი დილა-საღამოს მასაჟური მოძრაობებით.
მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, გააძლიერებს კრემის მოქმედებას და გარდა იმისა, რომ მოგაცილებთ ნაწიბურებს, კანს მეტად მკვრივსა და ელასტიკურს გახდის.