- სისხლის მაღალი წნევა - 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ცხელი წყალი, ჭიქა ბოლომდე შეავსეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით წყალი ბოლომდე დალიეთ, ნალექს ნუ აამღვრევთ.
- ბრონქიტი ბავშვებში - 2 ც კვერცხი შეწვით ღორის ცხიმში, მოაყარეთ მარილი და როცა გაგრილდება, დაადეთ ბავშვს გულზე მთელი ღამის განმავლობაში.
- აიღეთ ერთი თავი წითელი ხახვი, გაფცქვენით, გაუკეთეთ ღრმული და ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. ვიდრე ბავშვი არ გამოჯანმრთელდება, ყოველდღიურად უნდა მიირთვას საშუალო ზომის, ამგვარად მომზადებული ხახვი.
- ასთმა - 40 თავი ხახვი შერბილებამდე ხარშეთ წყალში. შემდეგ მოათავსეთ 0,5 ლ ზეითუნის ზეთში და ჩაზილეთ. მომზადებული პიურე მიირთვით დილით და საღამოს, ჭამამდე 1 სუფრის კოვზი.
- მწვავე გასტრიტი -200 გრ მრავალძარღვას ფოთლები 5 წუთს ხარშეთ ყურძნის სუფთა რაქში (თურქული ალკოჰოლური სასმელი) ან არაყი. ნახარში გაფილტრეთ და როგორც კი გაგრილდება, გადაიტანეთ ბოთლში. მიიღეთ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზი.
მკურნალობის დროს დაუშვებელია მოწევა.
- ფეხების ტკივილი - ემალის მოზრდილ ქვაბში მოხარშეთ ერთი შეკვრა თეთრ-წითელი სამყურა. როცა ნახარში გაგრილდება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნავთი. ამ ნაყენში საღამოობით ჩაალაგეთ ფეხები. პროცედურა 3-4-ჯერ მიყოლებით გაიმეორეთ. გაგრძელება