შეინარჩუნეთ სილამაზე! ეს ნიღაბი დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მეტხანს დარჩეთ ახალგაზრდა!
ჩაატარეთ ეს პროცედურა რეგულარულად და შედეგი გაგაოცებთ!
გაგიჩნდათ ნაოჭები? ნიღაბი ცილით, ზეითუნის ზეთითა და ლიმონით დაუბრუნებს თქვენს კანს ახალგაზრდობას, გააღიავებს და დაატენიანებს მას. ასევე, გააჩნია შესანიშნავი დამჭიმავი ეფექტი. ცილა მცირე ნაოჭებს აქრობს, ლიმონი სახის კანს ათეთრებს. თუმცა, ძალიან მშრალი კანის მფლობელებს სიფრთხილე მართებთ. ლიმონმა შეიძლება პრობლემა გააღვივოს. ზეითუნის ზეთი კანს აგლუვებს და იცავს.
შემადგენლობა:
1 კვერცხის ცილა
3 წვეთი ლიმონის წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გამოყენების წესი:
მოურიეთ ინგრედიენტები, წაისვით სახეზე მასაჟური მონახაზით
შუბლი: შუბლის ცენტრიდან საფეთქლამდე
ცხვირი: წარბების შუა ნაწილიდან ცხვირის წვერამდე
ლოყები: ცხვირიდან ყვრიმალებამდე
გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ.