თაფლის სამკურნალო თვისებებზე ბევრი დაწერილა. მისი მეშვეობით შესაძლებელია გაციების, სურდოს განკურნება, იმუნიტეტის გაძლიერება, ჰემოგლობინის ამაღლება, საუკეთესოა გულ-სისხლძარღვებისთვის, არეგულირებს ძილს და გვეხმარება წონის კორექციაში...
ეს პროდუქტი დღეგრძელობის ნამდვილი ელექსირია, ის ხომ ორგანიზმის მიერ 100%-ით შეითვისება.
ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ თაფლის უნიკალურ თვისებებზე გარეგანი გამოყენების დროს – ის უძლიერესი ანტისეპტიკია.
თაფლის გარეგანი გამოყენების 5 უნიკალური მეთოდი:
1. თაფლი კურკუმით სტომატიტის დროს
პირის ღრუს ანთებითი პროცესი ძირითადად ლორწოვანი გარსის ტრავმის შედეგად ჩნდება: კბილების გახეხვის დროს, შემთხვევით თუ ვიკბინეთ ლოყასა თუ ენაზე, ტუჩების დაზიანებისას და სხვა... ასეთ დროს ბაქტერიები ხვდება ჭრილობაში და თეთრ ბუშტუკებს წარმოქმნის.
ელემენტარული საშუალება სტომატიტის დროს: ერთმანეთში შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1/4 ჩ/კ კურკუმა. დაიდეთ დაავადებულ ადგილას მიღებული მასა ყოველ 2 საათში ერთხელ. არ შეგეშინდეთ, თუკი ოდნავ აგეწვებათ, სამაგიეროდ, სტომატიტი მალე გაგივლით.
2. თაფლი იოგურტით აკნეს დროს
აკნესთან ბრძოლა შესაძლებელია თაფლისა და იოგურტის ნაზავით. 2 ს/კ თაფლს (შესაძლებელია ჩაშაქრებულიც გამოიყენოთ) შეურიეთ 1 ს/კ იოგურტი, წაისვით მიღებული ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში 3-4-ჯერ.
თაფლი ხელს უწყობს ფორების დახურვას და კლავს მიკრობებს, ხოლო იოგურტს აქვს ბაქტერიოციდული თვისება და დამატებით იზრუნებს კანზე.
3. თაფლი დარიჩინით ეგზემის დროს
თაფლში აურიეთ დაფქული დარიჩინი თანაბარი პროპორციებით და ყოველდღიურად წაისვით მიღებული მასა კანის დაზიანებულ ადგილას.
4. თაფლის კრემი სოკოვანი ინფექციის დროს
იმისათვის, რომ ფრჩხილზე სოკო მოირჩინოთ, მოამზადეთ თაფლის კრემი: 15 გრ თაფლს შეურიეთ 10 მლ ევკალიპტის ეთერზეთი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. გააჩერეთ მიღებული მასა მაცივარში ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ კი წაისვით კრემი ყოველდღიურად ფრჩხილებზე, სრულ განკურნებამდე.
5. თაფლი ზეითუნის ზეთით დახეთქილი ქუსლებისთვის
ნახეთქები ქუსლებზე – ძალიან მტკივნეული პრობლემაა. მისგან გასათავისუფლებლად თანაბარი პროპორციებით შეურიეთ თაფლი და ზეითუნის ზეთი. სოდიანი აბაზანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფეხები და თანაბრად გაინაწილეთ ქუსლებზე თაფლისა და ზეთის მასა. ჩაიცვით ცელოფნის პაკეტები, ზემოდან კი წინდები და ასე დაიძინეთ.