სილამაზე მსოფლიოს გადაარჩენს, ქალურ სილამაზეს კი პატარა ხრიკები. არსებობს ათასი რჩევა, რომელიც გვეხმარება თავის მოვლაში. ჩვენ დღეს 10 საუკეთესო შევარჩიეთ თქვენთვის. იყავით მუდამ ლამაზი და მომხიბვლელი!
1. სქელი და გრძელი წამწამები
წაისვით ტუშის თხელი ფენა. შემდეგ წვრილი ფუნჯით წამწამების ბოლოებზე პუდრი წაისვით. დაფარეთ წამწამები ტუშის კიდევ ერთი ფენით.
2. გამომშრალი ტუშის აღდგენა
2-3 წუთით მოათავსეთ ტუში ცხელ წყალში. ვუალა! ტუში ახალივით გახდება!
3. თვალების სწრაფი დახატვა
თუ გეჩქარებათ და ისრების დახატვა გსურთ, გამოიყენეთ ეს მეთოდი: წაუსვით ლაინერი წამწამების ასაპრეხის ბოლოებზე.
შემდეგ ხელის ერთი მოძრაობით შეასრულეთ ორი მოქმედება - აიპრიხეთ წამწამები და წაისვით ლაინერი.
მზად არის!
4. ლამაზი ისრები
თუ ისრების დახატვაში პროფესიონალი არ ხართ, ამ შემთხვევაში გამოგადგებათ "სკოტჩი".
ლენტის პატარა ნაწილი დაიწებეთ ხელზე, რათა ზედმეტი წებო მოაშოროთ, შემდეგ დაიწებეთ "სკოტჩი" ქუთუთოზე.
ზედმეტი ლაინერი "სკოტჩზე" მოხვდება, თქვენ კი ლამაზი ისრები გამოგივათ!
5. ყვითელი ფრჩხილები
თუ ფრჩხილების სიყვითლე გაწუხებთ, გთავაზობთ შემდეგ რეცეპტს: თასში ჩაასხით წყალი, დაამატეთ 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 4 ს.კ. სოდა.
კარგად მოურიეთ და გააჩერეთ წყალში ფეხები 15-20 წუთით. ამ აბაზანის რეგულარული გამოყენება მოგაცილებთ ფრჩხილების სიყვითლეს.
6. ტუჩების სიმშრალე
თუ ტუჩების სიმშრალე გაწუხებთ, დააყენეთ ერთი პაკეტი მწვანე ჩაი და დაიდეთ ტუჩებზე. 5-10 წუთში ტუჩები ტენიანობას შეიძენს. ნაცადია!
8. სუნამოს არომატმა რომ დიდხანს გაძლოს
იმ ადგილებში, სადაც სუნამოს იპკურებთ, წაისვით ვაზელინის თხელი ფენა. შემდეგ გამოიყენეთ პარფიუმი. ამგვარად, არომატი დიდხანს გაძლებს.
7. ტონალურით დასვრილი ტანსაცმელი
თუ ტანსაცმელზე ტონალური გადავიდა, ნუ იდარდებთ! ლაქაზე წაუსვით საპარსი კრემი, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ. ლაქა თითქოს არც ყოფილა!