13 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს - Marao

13 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს

2016-02-17 15:28:30+04:00

შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც ძალისხმევის გარეშე მშვენივრად გამოიყურებიან? დიახ! რაშია მათი საიდუმლო? ნაწილობრივ გენეტიკაში, ნაწილობრივ სპეციალურ პროცედურებში, კვებაში, ნაწილობრივ კი, მავნე ჩვევების არქონაში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

1. ზედმეტად ბევრ საქმეს იღებთ საკუთარ თავზე

საქმეების ურიცხვი ჩამონათვალი დამთრგუნველია. თქვენ ცდილობთ, ყველაფერი შეასრულოთ, რაც კი დაგეგმეთ და თუ ვერ ასწრებთ, ნერვიულობთ და ისტრესებით. არაფერი დაშავდება, თუ საქმეების ნაწილს ხვალისთვის გადაიტანთ.

2. უარს არ ამბობთ დესერტებზე

ცნობილია, რომ შაქარი ზედმეტ კილოგრამებს მატებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შაქარი ნაადრევ სიბერეს იწვევს. იგი ავნებს კანს, აშრობს კოლაგენსა და ელასტინს. შედეგად ვიღებთ მშრალ, ნაოჭებისკენ მიდრეკილ კანს.

3. დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები გძინავთ

უძილობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ექიმებმა დიდი ხანია ჯანსაღი ძილის ნორმა დააწესეს - არანაკლებ 7-8 საათისა. შეამოწმეთ, თუ გაქვთ უძილობის სიმპტომები: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, ენერგიის უქონლობა, წონაში მატებაც შეიძლება უძილობის შედეგი გახდეს.

4. დიდხანს ატარებთ ტელევიზორთან

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორთან გატარებული თითო საათი სიცოცხლის ხანგრძლივობას 22 წუთით ამცირებს. ვინც დღეში 6 საათის მანძილზე უყურებს ტელევიზორს, საშუალოდ, 5 წელზე ნაკლებ ხანს ცხოვრობს, ვიდრე, ვინც ტელევიზორს არ უყურებს.

5. დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ

უმოქმედო ცხოვრების წესის საშიში შედეგები ცნობილია: ადამიანები, ვინც სამსახურის სავარძელზე ატარებენ დიდ დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჭარბწონიანობის რისკის ქვეშ იმყოფებიან. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

6. არ იყენებთ კრემს თვალების ირგვლივ

კანი თვალების ირგვლივ გაცილებით თხელია და ასაკს სწორედ ის გასცემს. არ დაგავიწყდეთ ამ ადგილის რეგულარული მოვლა და შეარჩიეთ რეტიონოიდის შემცველი კრემები.

7. იყენებთ მზისგან დამცავ კრემებს მხოლოდ შვებულების დროს

ნაადრევი სიბერის უპირველესი მიზეზი ულტრაიისფერი დასხივებაა. გზა სამსახურამდე, სეირნობა ბავშვებთან, მგზავრობა ავტომობილით - ეს ყოველდღიური საქმიანობა მეტ ზიანს აყენებს კანს, ვიდრე მთელი დღე პლაჟზე გატარება. ნუ დაგავიწყდებათ კანის დაცვა, წაისვით დამცავი კრემი ნებისმიერ ამინდში, თუ გარეთ გასვლას აპირებთ.

8. ზედმეტი მაკიაჟი

ზედმეტი მაკიაჟი და ჩვევა, მუდმივად კანს შეეხოთ, იწვევს ფორების დახშობას. ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც სპირტს შეიცავს, აშრობს კანს. ყველაფერი ეს კი ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

9. ბალიშში თავჩარგული ძილი

ჩვევები, რომლებიც ძილს ეხება, რთულია დაძლიო, მაგრამ ბალიშში თავჩარგული ძილის მოყვარულებს მოუწევთ ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან მსგავსი ძილი სახის კანს ავნებს და სისხლის მიმოქცევას არღვევს, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს.

10. მეტისმეტი სითბო სახლში

როგორც კი გარეთ ტემპერატურა ეცემა, უმალვე სახლში გამათბობელს მაქსიმუმამდე უწევთ. ეს აშრობს ჰაერს, მშრალი ჰაერი კი უარყოფითად ზემოქმედებს კანზე. თუ მცივანა ხართ, ნუ დაგავიწყდებათ დამატენიანებელი კრემის წასმა.

11. სვამთ სასმელებს საწრუპავით

ამ გზით სასმელების დალევა იწვევს ტუჩებს ირგვლივ ნაოჭების წარმოქმნას.

12. გამორიცხეთ ნებისმიერი ცხიმი რაციონიდან

ცხიმების როლი ორგანიზმის მუშაობაში ძალზე მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ცხიმი ენერგიის წყაროა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. მხოლოდ ცილებითა და ნახშირბადებით კვებას კი ეს არ ძალუძს.

13. ბეჭებში იხრებით

ბეჭებში მოხრა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ცუდი ჩვევაა, რომელიც არავის ალამაზებს. პირიქით, ასაკს მატებს და ყველა ნაკლს წარმოაჩენს. მუდმივად მიაქციეთ ყურადღება, რომ გამართული იყოთ. ივარჯიშეთ, დაწექით მყარ საწოლზე, ბალიში რბილი არ უნდა იყოს, იარეთ ცურვაზე ან ცეკვაზე.