იმისათვის, რომ 10 წლით გაახალგაზრდავდეთ, სახის მოვლის ეს 5 წესი უნდა დაიცვათ – გარდასახვა უკვე ერთ კვირაში!
იმისათვის, რომ 10 წლით გაახალგაზრდავდეთ, სახის მოვლის ეს 5 წესი უნდა დაიცვათ – გარდასახვა უკვე ერთ კვირაში!
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მნიშვნელობა არ აქვს, რა ღირს ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებითაც თავს უვლით. მთავარია, რამდენად სწორად და დროულად მიხედავთ სახეს, რათა შეაჩეროთ დაბერების პროცესი.

მაშ ასე, როგორ მოვუაროთ სწორად სახის კანს


1. გაწმენდა
სტატისტიკის მიხედვით,  10-დან 4 ქალი მაკიაჟით იძინებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ძილის წინ სახის გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოვამზადოთ სახე სხვა კოსმეტიკური პროდუქტების ზემოქმედებისთვის.
სახისა და ყელის გაწმენდა დღეში 2-ჯერ არის საჭირო: დილით ზედმეტი ცხიმისგან, ხოლო საღამოს მტვრისა და კოსმეტიკისგან. შეარჩიეთ გამწმენდი საშუალება თქვენი კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი კანისთვის დასაბანი ქაფი ან გელი გამოდგება, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის - გამწმენდი რძე.
წაისვით გამწმენდი საშუალება მასაჟური ხაზებზე, თან მსუბუქად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წამი და ჩამოიბანეთ. თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებლად სპეციალური ლოსიონები თუ ზეთოვანი საშუალებები გამოიყენეთ.

2. ტონიზირება

იმისათვის, რომ კანი აღვადგინოთ გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ტონიკი. შეარჩიეთ ისეთი, რომელშიც შედის ვიტამინი C. ის არა მხოლოდ გამოგიცოცხლებთ კანს, არამედ დაიცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან. გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს ვარდის წყალს (მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ) – ის ასი პროცენტით ბუნებრივი პროდუქტია.

3. გაჯერება
იმისათვის, რომ კანის მოვლის პროგრამაში ჩართოთ ანტიასაკობრივი პუნქტი – გამოიყენეთ შრატები. როგორც წესი, შრატები შეიცავს იმაზე დიდი კონცენტრაციის მქონე კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, ვიდრე კრემები და გელები.
შრატის სპეციალური ფორმულა საშუალებას აძლევს აქტიურ ინგრედიენტებს, ღრმად შეიჭრას ეპიდერმისის შრეში. შრატები არსებობს როგორც ზეთოვანი, ასევე წყლის კონსისტენციის და რა თქმა უნდა, თითოეული სხვადასხვა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.
წაისვით პროდუქტი თხელ ფენად დღეში ორჯერ. ზოგიერთი გამაახალგაზრდავებელი შრატი შეიცავს რეტინოლს, რომელიც კანს მზის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ამიტომაც ქუჩაში გასვლის წინ გამოიყენეთ SPF-ფილტრიანი კრემი.

4. თვალის ირგვლივ კანის მოვლა
სანამ კანი შრატს იწოვს, თვალის ირგვლივ კანსაც მიხედეთ. ეს ზონა ყველაზე ფაქიზია და მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კრემი და
ასევე სწორად წაისვათ.
წაისვით თვალის ირგვლივ კანისთვის განკუთვნილი კრემი მსუბუქი მოძრაობით. შემდეგ თითების ბალიშებით მსუბუქად დაირტყით კანზე ერთი წუთის განმავლობაში. თუკი მკვეთრად გამოხატული ნაოჭები გაქვთ, ერთი კრემი საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში დამატებითი საშუალება – თვალის ირგვლივ წასასმელი შრატიც დაგჭირდებათ, რომელსაც თვალის კრემის ქვეშ ისვამენ.

5. დატენიანება და კვება
კრემის დროც მოვიდა. ხარისხიანი პროდუქტი კანს არბილებს, ხდის გლუვს და ატენიანებს მას. ყურადღება მიაქციეთ კრემის შემადგენლობას: ანტიასაკობრივი კრემი უნდა შეიცავდეს ნაიცინამიდს, რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, მცენარეულ უჯრედებს, პეპტიდურ კომპლექსსა და დამამშვიდებელ ეთერზეთებს.
აი, ეს გახლავთ კანის გამაახალგაზრდავებელი ძირითადი ნაბიჯები. მეტი შედეგის მისაღწევად კანის მოვლისას საჭიროა დამატებით: კვირაში 1-2-ჯერ სკრაბის გამოყენება და გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გაკეთება, რა თქმა უნდა, კანის ტიპის შესაბამისის.

კომენტარები (4)
რუსკა
სახის კრემი არ უნდა იყოს დამზადებული მჟავაზე. ის უნდა იყოს დამზადებული ტუტეზე. ამას მიაქციეტ ყურადღება. პოლონეთი ვიცი რომ აწარმოებს ტუტეზე დამზადებულ კრემებს.
ანა
საკმაოდ კარგი პროდუქცია აქვს ერთ-ერთი პოლონური წარმოების ფირმას,აქვს სამკურნალო და დეკორატიული ხაზი,მე ვიყენებ და ძალიან მომწონს ამ ფირმის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა.ძირითადად ჰიალურონის მჟავას შეიცავს ამ ფირმის კრემები და კომპლექტში გამოყენების შედეგად საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.ნამდვილად მომწონს ჩემთვისს.აფთიაქებში შეიძინეთ
ირინას
გეთანხმები ასი პროცენტით,მე კიდევ 45 წლის ვარ და საერთოდ არ ვხმარობ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს,ვისმევ ჩვეულებრივ რუსულ მკვებავს,ხანდახან არაჟანს და სახის კანი გადატკიცინებული მაქვს
ირინა
ანუ უნდა ვიყიდოთ მთელი კომპლექტი: გამწმენდი რძე, ტონიკი, შრატი, დღის და ღამის კრემი მხოლოდ აქ მითითითებული შემადგენლობით, კრემი თვალის გარშემო, ცალკე თვალის გარშემო წასასმელი შრატი, ასევე სკრაბი და ნიღბები. უკაცრავად, ბარემ პირდაპირ თქვით, რომელ კოსმეტიკური ფირმის პროდუქცია შემოაკლდა შემოსავალი და რას უკეთებთ რეკლამას.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სასწრაფოდ წაიკითხეთ სტატია და შეიმოწმეთ ენა
14:27 / 29-08-2016
ჯანმრთელად რომ იკვებებოდეთ, ორგანიზმი მომწამვლელ ნივთიერებებსა და ტოქსინებს მაინც იღებს. ამიტომ დროულად გაიწმინდეთ ის.
თავის მოვლის 7 უსარგებლო ნივთი, რომელიც კოსმეტიკურმა ბრენდებმა გამოიგონეს
12:01 / 29-08-2016
ქალს თავის მოვლის უამრავი საშუალება აქვს: სხვადასხვაგვარი კრემი, მუსი, ბალზამი, ნიღაბი და ა.შ. ზოგიერთი სრულიად უსარგებლოა და მოდით, გავერკვეთ, რაში ვყრით ფულს, თუ მათგან სარგებელს ვერ მივიღებთ.
ყოველდღე თუ ასე გააკეთებთ, სტომატოლოგი აღარ დაგჭირდებათ
13:28 / 26-08-2016
ყველა ქალი ოცნებობს თვალისმომჭრელ ღიმილზე, მაგრამ ყავა, ჩაი და სიგარეტი ამუქებს კბილის ემალს. კბილების გათეთრება სტომატოლოგიურ კლინიკაშიც შეიძლება, მაგრამ ეფექტს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო #1 საშუალება, რომელიც ყველას აქვს სახლში - დაემშვიდობეთ ჩამოკიდებულ კანს!
12:27 / 26-08-2016
კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებად. ნიღაბი, რომლის ინგრედიენტიც კიტრია, ატენიანებს და ჭიმავს სახის კანს.
მოხდენილობის 10 საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ფრანგმა ქალებმა იციან
11:55 / 24-08-2016
ტურისტები გაოცებულები არიან: ფრანგი ქალები მიირთმევენ შოკოლადს, კრუასანს, ყველს, სვამენ ღვინოს და მაინც მოხდენილები და დახვეწილები არიან. ამასთანავე, არ ითვლიან კალორიებს, მთელ დღეებს სპორტდარბაზში არ ატარებენ. მათ აქვთ განსაკუთრებული წესები, რომლებსაც ბავშვობიდან იცავენ.
11 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბროკოლი ხშირად
11:52 / 22-08-2016
ბევრს ეს კომბოსტო არ უყვარს. ბავშვები ცხვირს იბზუებენ, უფროსებმა კი არ იციან, რა არის მასში ისეთი განსაკუთრებული... საიდუმლო კი იმაშია, რომ ბროკოლის მომზადება და მისი დადებითი თვისებები უმრავლესობამ არ იცის.
საკვები სოდა და აბუსალათინის ზეთი ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ!
12:54 / 20-08-2016
ბოლო დროს ხალხური მედიცინა კვლავ აქტუალური გახდა. ბუნებრივი საშუალებების ეფექტი მკურნალობისას - უდავოა. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა უჩვენა, რომ ეს რეცეპტები მეტად ეფექტურია, ვიდრე, ჩვეულებრივი სამედიცინო პრეპარატები.
შამპუნი სოდისგან - თქვენი თმის ზრდის საიდუმლო!
11:31 / 20-08-2016
თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით, სოდის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის არის შესაძლებელი.
ვაზელინი სილამაზისთვის, მისი 10 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდით
11:36 / 19-08-2016
მოემზადეთ, ახლა მოგიყვებით, რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზელინი.
როგორ გავიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს ტყდება: დაგეხმარებათ 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება
15:18 / 18-08-2016
ძვირად ღირებული სალონები გამდიდრდნენ გოგონების წყალობით, რომლებსაც გრძელი და მყარი ფრჩხილები სურთ. დღეს ჩვენი რედაქცია გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ გავიზარდოთ ნებისმიერი სიგრძის ფრჩხილები.
არქივის კალენდარი