ხშირად ვყრით ისეთ საჭირო ნივთებს, რომელთა გამოყენებაც კიდევ შეგვიძლია. ერთ-ერთი ასეთი ტუშის ჯაგრისია. "პენსიაზე გასვლის" შემდეგ იგი ისევე ერთგულად მოგემსახურებათ.
1. კომპიუტერის კლავიატურას ტუშის ფუნჯი იდეალურად ასუფთავებს.
2. ბიჟუტერიის გასაპრიალებლად.
3. ტუშის ჯაგრისით გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი და მოიცილეთ გაუხეშებული კანი.
4. საუკეთესოა წამოზრდილი ჭაღარის შესაღებად.
5. თმას იდეალურად დაგილაგებთ, თუ ტუშის ფუნჯზე ჯერ თმის ლაქს შეასხურებთ და შემდეგ ვარცხნილობაზე გადაისვამთ.
6. იზრუნებს ფრჩხილების სისუფთავეზე. ახლა ჭუჭყის მოშორება პრობლემას აღარ წარმოადგენს.
7. იდეალური სავარცხელია წარბებისთვის.
8. გადაასხვაფერეთ ტრადიციული მანიკიური. ამისათვის ისევ ტუშის ფუნჯი გამოგადგებათ და მისი დახმარებით ორიგინალურ ნეილ-არტს შექმნით.