დროთა განმავლობაში ქალების უმეტესობას ზედა ქუთუთოს ჩამოშვების პრობლემა აწუხებს. მსგავსი რამ ასაკს საგრძნობლად მატებს. საბედნიეროდ, ამ პრობლემასთან გამკლავება იოლად შეიძლება, თუკი მაკიაჟის რამდენიმე ეშმაკურ ხერხს გამოვიყენებთ.
სანამ ვიზაჟს შეუდგებით, გამოკვეთეთ წარბები. გახსოვდეთ, დღეს ბუნებრივად სქელი წარბია მოდაში.
მაკიაჟი ჩამოშვებული ქუთუთოებისთვის
მაკიაჟმა დიდხანს რომ გაძლოს, ზედა ქუთუთოებზე პირველ რიგში წაისვით ბაზა.
შემდეგ წაისვით ატმისფერი ან ღია ვარდისფერი ჩრდილები პრიალა ეფექტის გარეშე. წარბის ქვეშ და თვალის შიდა კუთხეებში თეთრი ფერის ჩრდილები გაიკეთეთ.
ზედა ქუთუთოზე ნაკეცი კანის ფერი ჩრდილებით გამოყავით. გადაანაწილეთ ჩრდილი თვალის შიდა კუთხიდან მაღლა, წარბის დაბოლოებამდე.
ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ ვუზუალურად ზემოთ ასწიოთ ქუთოთოები: მიიტანეთ ფანქარი თვალთან ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შოკოლადისფერი ჩრდილებით გამოჰყავით თვალების კუთხეები.
ღია ფერის კონსილიერი წაისვით ქვედა ქუთუთოზე.
შემდეგ წაისვით მუქი ყავისფერი ჩრდილები.
მოვიდა დრო, დავიხატოთ ისრები. აქ მთავარია, ხელი არ აგიკანკალდეთ. გადაუსვით გამშრალ ისარს ფუნჯით ყავისფერი ჩრდილები.
მაკიაჟის ბოლო ეტაპი - წამწამებია. თვალები ვიზუალურად ფართოდ გახელილი რომ გამოჩნდეს, გამოიყენეთ წამწამების ასაპრეხი მაშა. ამის შემდეგ წაისვით ტუში 2 ფენად.