ჩვენი ორგანიზმი იძულებულია გამოიმუშაოს სპეციალური ჰორმონი, რომელიც საშიში ქიმიკატების გადამუშავებაში დაეხმარება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს, რომელშიც 100 მოზარდი მონაწილეობდა. მათ აძლევდნენ პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთებს, რომლებშიც არ შედიოდა ფტალატები, პარაბენი, ტრიკლოზანი და ოქსიბეზონი. ჰორმონის გამოყოფაც დაქვეითდა.
ეს მავნე ქიმიური ნივთიერებები შედის ყველა კოსმეტიკურ საშუალებაში: საპონი, მზისგან დამცავი კრემი, შამპუნი, თმის კონდიციონერი და ა.შ. ცდამ დაადგინა, რომ ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებები საშიშია ენდოკრინული სისტემისთვის.
რადგან ქალი კოსმეტიკური საშუალებების უფრო აქტიური მომხმარებელია, ის უფრო განიცდის ამ ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენას.
განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაციაში არიან მოზარდი გოგონები, რომლებიც პირადი ჰიგიენის ნივთებს უფრო აქტიურად იყენებენ, ვიდრე მოზრდილი ქალები.
კვლევის ერთ-ერი მიზეზი ისიც იყო, რომ ქალები დარწმუნებულიყვნენ კოსმეტიკის მავნებლობაში.
როგორ მოვიქცეთ?
აუცილებლად დააკვირდით ეტიკეტს. ჰიგიენური პროდუქტის ზოგიერთ შემადგენლობაში მითითებულია მავნე ნივთიერებები (ნაწილი მაინც). თუ კონკრეტული ბრენდის ნივთებს ყიდულობთ, შეგიძლიათ კომპანიას დაუკავშირდეთ და გამოჰკითხოთ ინგრედიენტების შესახებ.
აირჩიეთ შედარებით ნატურალური, ორგანული პროდუქცია. თუ დარწმუნებული არ ხართ მათ შემადგენლობში ან გგონიათ, რომ ქიმიური ნივთიერებები შენიღბული სახელებითაა მოხსენიებული, კოსმეტიკური საშუალებები თავად დაამზადეთ. იაფადაც გამოხვალთ და დაცულიც იქნებით.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!