ქალბატონები ლამაზი თმებისთვის უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებენ, ხანდახან მედიკამენტებსაც კი. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ აღიდგინოთ თმა ასპირინის ნიღბის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა შეღებილი თმისთვის.
ასპირინი თმისთვის
მასალა:
• 5 აბი ასპირინი
• 120 მლ თბილი, ადუღებული წყალი
• 1 ს.კ. თაფლი
• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ისე, რომ თაფლი კარგად გაიხსნას. შეიზილეთ ნიღაბი თავის კანზე და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ეს ნიღაბი თმას მოცულობას შესძენს და ფერსაც გაამდიდრებს.