ალბათ, დაგვეთანხმებით, უხეში და აქერცლილი ქუსლები ყველაზე ლამაზ ქალზეც კი წარმოდგენას გვაკარგვინებს. ღია ფეხსაცმლის სეზონის გახსნისთვის, სპეციალურად გთავაზობთ ქუსლების მოვლის საშუალების რეცეპტს, რომელიც მოკლე ხანში მათ რბილსა და ნაზს გახდის.
ქუსლების მოვლის საშუალება
იდეალური სირბილის მისაღწევად, დღეიდან საჭირო არ არის სალონში პედიკიურის პროცედურის ჩატარება. ამ საშუალებისთვის საჭირო ინგრედიენტები ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება!
კარგად გააცხელეთ 4 ჭიქა რძე (ნუ წამოადუღებთ).
ჩაასხით რძე თასში და ჩაყავით ფეხები.
დაამატეთ 2 ს.კ. სოდა.
გააჩერეთ ფეხები 10-15 წუთი, შემდეგ დაამუშავეთ ქუსლები პედიკიურის სახეხით.
გადაივლეთ ფეხებზე თბილი წყალი, წაისვით დამატენიანებელი კრემი და ჩაიცვით ბამბის წინდები.