ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. იგი არა მხოლოდ გიხსნით გამელოტებისგან, არამედ ხელს შეუწყობს თმის სწრაფ ზრდას. ამ ნიღბის დახმარებით თმის ზრდა, სიჯანსაღე და სიძლიერე გარანტირებულია!
ნიღბის გამოყენება აუცილებელია კვირაში ორჯერ, 6-8 კვირის განმავლობაში.
მომზადების წესი:
1 ს.კ. შემთბარ რძეს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი ან შაქარი. როდესაც თაფლი გაიხსნება, დაუმატეთ 20 გრ ნედლი საფუარი ან 7 გრ საფუარის ფხვნილი.
დადგით ნარევი მზიან ადგილას 20 წუთით. დაიბანეთ თმა, შემდეგ მზა ნიღაბი წაისვით თავზე. შეიხვიეთ თავი ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ პირსახოცით - სითბო მნიშვნელოვანია ნიღბის მოქმედებისთვის.
სითბოს წყალობით, საფუარი იზრდება და რაც უფრო მეტად გაიზრდება იგი, მით უფრო დიდია ვიტამინების, ცილებისა და მინერალების კონცენტრაცია.
დაიბანეთ თავი თბილი წყლით და დატკბით ბზინვარე, ჯანსაღი თმით!