ყოველ ჯერზე, როდესაც სახეს მზის სხივები ხვდება, აუცილებელია, კანი დაცული და დატენიანებული იყოს. ამისათვის მზის დამცავ კრემებს იყენებენ.
კრემების უგულებელყოფა იწვევს კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორ დაგეხმაროთ. წარმოუდგენელია, მაგრამ კარტოფილს შეუძლია, ეფექტურად მოგაცილოთ კანიდან პიგმენტური ლაქები. ეს პროდუქტი აუმჯობესებს კანის ფერს, აქრობს გაღიზიანებას, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისთვის.
მოამზადეთ კარტოფილის წვენი და წაისვით კანის დაზიანებულ ნაწილებზე. ასევე, შეგიძლიათ შეუთავსოთ იგი სხვა სასარგებლო პროდუქტებს, რათა მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ.
კარტოფილი და სტაფილო:
შეურიეთ კარტოფილის წვენი 1 სტაფილოს წვენს და მიღებული ნიღაბი დაიდეთ კანზე. გაიჩერეთ 25 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.
კარტოფილი და ლიმონის წვენი:
შეურიეთ კარტოფილის წვენი ნახევარი ლიმონის წვენს, წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.
კარტოფილი და ხახვი:
შეურიეთ ერთი ხახვის წვენი კარტოფილის წვენს, წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.
ხოლო მათ, ვინც სალონურ პროცედურებს ანიჭებს უპირატესობას, La Belle Medical-ი გთავაზობთ სახის ღრმა წმენდას + მეზოთერაპია + პილინგი + თვალის ირგვლივ მათეთრებელი ნიღაბი + საჩუქარი მეზოროლერი + ბონუსი. ფასდაკლების კუპონი შეიძინეთ Hotsale.ge-ზე.