თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სამწუხაროდ, ეს საოცარი ნიღაბი არ არის რეკომენდებული ძალზე მგრძნობიარე კანისთვის და ალერგიულებისთვის. ტომატი – განსაკუთრებული პროდუქტია, რომელიც ეფექტურად და სწრაფად მოქმედებს კანზე.
გაფართოებული ფორები, ანთებითი პროცესი, სიწითლე, გამონაყრისგან დარჩენილი ფორები – ყველაფერ ამის გამოსწორება და პლუს, კანის გაცოცხლება შეუძლია პომიდორს... ეს, ალბათ, კანის მოვლის ყველაზე ეკონომიური მეთოდია.
პომიდვრის ნიღაბი
შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ცოცხალი პომიდვრის ნაჭერი, ასევე ტომატის ფაფაც: ეფექტი ორივე შემთხვევაში არ დააყოვნებს. გაიჩერეთ პომიდვრის ნაჭრები ან ფაფა სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი ტონიკი. ნიღაბი შეგიძლიათ გაიჩეროთ 1 საათამდე, თუმცა 15 წუთიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი კანი გარდაისახოს!
ძალიან კარგია ასაეთი ნიღაბი პრობლემური კანისთვის: მომენტალურად აქრობს ანთებით პროცესს! მთელი საიდუმლო იმაშია, რომ პომიდვრის მჟავიანობა ხელს უწყობს კანის სწორი pH-ბალანსის შენარჩუნებას. ასევე, ვიტამინები A, C, E და B6 ამაღლებს კანის ტონუსს, ასწორებს ნაოჭებს და სისხლის მიმოქცევის გააქტიურების ხარჯზე აუმჯობესებს კანის ფერს.
პომიდვრის ეს უმარტივესი ნიღაბი – საუკეთესო საშუალებაა, როცა გსურთ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ.