სახვევები – ერთ-ერთი პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. მისი მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ გაიკორექტუროთ სხეული, გაიუმჯობესოთ ტონუსი და კანის ტექსტურა.
იმისათვის, რომ სახვევმა მაქსიმალური შედეგი მოგცეთ, საჭიროა კარგად დაიორთქლოთ კანი შხაპის ქვეში, დაიმუშაოთ უხეში სკრაბით და დაიზილოთ პირსახოცით. შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ ძირითად პროცედურას.
გთავაზობთ ქოქოსის ზეთის სახვევს, რომელიც დაგირბილებთ კანს, გაგიმკვრივებთ და დაგიცავთ კანის ჩამოკიდვისგან გახდომის პროცესში.
ყველაზე ეფექტური შინაური სახვევი
დაგჭირდებათ:
საკვების შესაფუთი ცელოფანი
ქოქოსის ზეთი
1. წაისვით თხელ ფენად ქოქოსის ზეთი თეძოებსა და მუცელში.
2. შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით ფეხები და მუცელი. ეცადეთ ცელოფანი ძალიან მჭიდროდ არ შეიხვიოთ, რადგან დისკომფორტი არ შეგექმნათ ღამის განმავლობაში.
3. დილით მოიხსენით სახვევი და დატკბით შედეგით.
სახვევის გაკეთების კურსი 14 პროცედურას შეადგენს, ერთი დღის გამოტოვებით. შემდეგ უნდა დაისვენოთ 1 თვე.
სახვევი, რა თქმა უნდა, შესამჩნევ შედეგს მოგცემთ, მაგრამ ეს პროცედურა ბევრად ეფექტური იქნება ზედმეტ წონასთან კომპლექსურ ბრძოლასთან ერთად, რაც მოიცავს სწორ, დაბალანსებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას.