დეტოქს-სასმელები არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ გემრიელიც! დაიწყეთ დილა ხილის წყლით და მიიღეთ მთელი დღის საკმარისი კარგი განწყობა.
როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან?
ეს სასმელები ასევე ეხმარება წონაში დაკლების მსურველებს და სტრესის მოხსნაშიც კი. მათი მომზადება კი ძალზე იოლია. საჭიროა მხოლოდ ცივი წყალი და ცოტაოდენი ხილი.
დეტოქს-სასმელი ლიმონით
ინგრედიენტები:
• 100 გრ კიტრი
• ½ ლიმონი
• ¼ ფორთოხალი
• 700 მლ ცივი წყალი
• პიტნა
წვრილად დაჭერით ყველა ინგრედიენტი და დაასხით წყალი. მიღებული სასმელი მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. მიიღეთ სასმელი 21 დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად და ეფექტურად განდევნეთ ორგანიზმიდან ტოქსინები.
დეტოქს-სასმელი მარწყვით
ინგრედიენტები
• 1 ლიტრი ცივი წყალი
• 1 ლიმონი
• 100 გრ მარწყვი
• ½ ვაშლი
• პიტნა
• ¼ ს.კ. დარიჩინი
დაჭერით წყვილად ინგრედიენტები და დაასხით წყალი. მოათავსეთ სასმელი მაცივარში. მიიღეთ 21 დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად.