ქალები ცოტა დროს არ უთმობენ საკუთარ თავს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ხშირად ყველა მცდელობა ფუჭი ხდება ყოველდღიურად დაშვებული, პატარ-პატარა შეცდომების გამო.
გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც დაიცავს თქვენს სილამაზეს და საშუალებას მოგცემთ, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.
ლაიფჰაკები ქალებისთვის
1. სხეულის ყოველდღიური მოვლისას არ უგულებელყოთ ყელისა და დეკოლტეს ზონა. სწორედ ეს ადგილები გვამცნობს პირველად კანის დაბერების ნიშნებს. ამიტომაც სისტემატურად დაატენიანეთ სხეულის ეს მონაკვეთები, რათა 40 წლის ასაკში 30-სად გამოიყურებოდეთ!
2. რამდენად ხშირად რეცხავთ მაკიაჟის ფუნჯებს? მათზე მავნე ბაქტერიები გროვდება, რომლებიც ხელს უწყობს კანზე გამონაყარისა და ანთებითი პროცესის გაჩენას. ფუნჯებისა და სპონჟების გარეცხვა აუცილებელია კვირაში მინიმუმ 2-ჯერ.
3. ბევრი ქალი სკრაბით სახეს დაუზოგავად და უხეშად იმუშავებს. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან მკვდარ უჯრედებთან ერთად თქვენ ასე კანის დამცავ ფენასაც ანადგურებთ. კანის ყოველდღიურად გასუფთავებისთვის უფრო მსუბუქი საშუალებები გამოიყენეთ, რძეები და ლოსიონები ან სპეციალური კოსმეტიკური საპონი.
4. სწორი და ჯანსაღი კვება თქვენი სილამაზის გარანტია. მათ, ვინც მცენარეულ და ცილოვან საკვებს მიირთმევს, ნაკლებად აქვთ კანის პრობლემები.
5. თმის გამუდმებით რეზინით შეკვრა და გადაჭიმვა აზიანებს თმის სტრუქტურას. ამიტომაც ეცადეთ, ასეთი ვარცხნილობა კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გაიკეთოთ.
6. კოსმეტიკის არასწორმა შეხამებამ, შესაძლოა, კანის პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ერთი და იგივე ბრენდის ნაწარმი. საქმე ინგრედიენტების კონფლიქტშია, რაც საბოლოო ჯამში მავნებელი ხდება კანისთვის.
7. ნებისმიერი მაკიაჟი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ ღამით და საშუალება მისცეთ კანს, ამოისუნთქოს დეკორატიული კოსმეტიკისგან.
8. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
9. ცხელი წყალი ცუდად მოქმედებს ჩვენს კანზე: მისი ზემოქმედებით კანი ელასტიკურობას კარგავს. ამიტომაც ცხელი წყლის მოყვარულებს ვურჩევთ, მაღალი ტემპერატურის აბაზანა კვირაში მხოლოდ ერთხელ მიიღონ.
10. მათ, ვინც ხშირად იშრობს თმას ფენით, უნდა ახსოვდეთ: იმისათვის, რომ თმის დაზიანება აიცილონ თავიდან, გაიშრონ თბილი და არა ცხელი ჰაერის ჭავლით.