ქოქოსის კარაქი მართლაც უნიკალური პროდუქტია. გარდა იმისა, რომ ის საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კანის მოვლის უნიკალური საშუალებაც გახლავთ.
გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რათა შინ მუდამ იქონიოთ ქოქოსის კარაქი.
კანის ღამის მოვლა
ძილის წინ, სუფთა კანზე ქოქოსის კარაქის წასმით თქვენი სახე მართლაც გარდაიქმნება, ის სუფთა და ცოცხალი გახდება. კარაქი ღრმად აღწევს კანის უჯრედებში, კვებავს მას და ელასტიკურსა და ნაზს ხდის.
ქოქოსის კარაქი თვალის ირგვლივ სიშავეებსაც გაგიქრობთ:
დაიტენიანეთ სისტემატურად თვალის ირგვლივ კანი ქოქოსის კარაქით. ასე მოიშორებთ სიმშრალეს და წვრილ ნაოჭებსაც გაისწორებთ.
ქოქოსის კარაქი სწრაფად და ღრმად აღწევს კანის უჯრედებში და აახალგაზრდავებს მას.
ის შეიცავს ვიტამინებსა და ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობისთვის.
ვიტამინ E-ს და სხვადასხვა ანტიოქსიდანტის წყალობით, ქოქოსის კარაქი კანის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.
მას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც გააჩნია. შესაბამისად, მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, კანზე გამონაყარსა და მისგან დარჩენილ იარებსაც გაიქრობთ.
ქოქოსის კარაქში შემავალი რძემჟავა ავიწროვებს ფორებს და კანს გლუვსა და მკვრივს ხდის.
რა უნდა გააკეთოთ?
წაისვით ცოტაოდენი ქოქოსის კარაქი თვალის ირგვლივ კანზე მასაჟური მოძრაობებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი ჩამოიბანეთ.
ქოქოსის კარაქი ცელულიტთან საბრძოლველად
ცელულიტი – ქალების უმეტესობის მარადიული პრობლემაა. ქოქოსის კარაქი ამ პრობლემასაც მოაგვარებს. შეიზილეთ ძილის წინ პრობლემურ ადგილებში ქოქოსის კარაქი, დილით კი ჩამოიბანეთ. რამდენიმე კვირაში ცელულიტი ალაგდება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
რეკომენდებულია მასაჟი ქოქოსის კარაქით. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს მეთოდი მართლაც მუშაობს.
ხელის კრემი
ქოქოსის კარაქი საუკეთესოა ძალიან გამომშრალი ხელის კანისთვის. უბრალოდ, წაისვით ძილის წინ ხელებზე კარაქი და მშვიდად დაიძინეთ.
ბუნებრივი საპარსი საშუალება
კრემები, რომლებსაც პარსვისას ვიყენებთ, უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ამასთან, საკმაოდ ძვირი ღირს. ქოქოსის კარაქი შესანიშნავი ალტერნატივაა. ის იაფიც არის, ბუნებრივიც და კანის საოცარი დამატენიანებელიც.
წამწამების სამკურნალოდ
წაისვით თხელი ფენა კარაქი წამწამებზე ძილის წინ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც რეგულარულად იყენებს ტუშს, რასაც საბოლოო ჯამში წამწამების დაკარგვამდე მივყავართ.