ყველა ქალი ოცნებობს საოცარ საშუალებაზე, რომელიც სამუდამოდ გააქრობდა არასასურველ თმას. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჯერ არ გამოუგონიათ...
მაგრად დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალების რეცეპტს. როგორ დავამზადოთ შუგარინგი სახლის პირობებში - იხილეთ ჩვენს სტატიაში.
როგორ მოვიცილოთ თმა ფეხებზე
ინგრედიენტები
• 50 მლ წყალი
• 50 გრ თხელი თაფლი
• 200 გრ შაქარი
მომზადების წესი
შეურიეთ წყალი, თაფლი და შაქარი მომცრო თასში, რომლის მოთავსება შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში.
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ მიღებული მასა 5-10 წუთის განმავლობაში.
გაცხელებისას რამდენჯერმე მოურიეთ. როდესაც მასა დასქელდება და ქარვისფერს მიიღებს, გამოიღეთ მიკროტალღური ღუმელიდან.
გააცივეთ პასტა 5-10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადაასხით მჭიდრო სახურავიან მინის ქილაში.
პასტის შენახვა 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი მაცივარში.
მასა თმის ზრდის საწინააღმდეგოს უნდა შეიზილოს. მოცილება კი თმის ზრდის მიმართულებით ხდება. სწორედ ეს უშლის ხელს ჩაზრდილი თმის გაჩენას.
პროცედურის დასრულების შემდეგ, დაიბანეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პასტის შემდგომი გამოყენებისთვის, საჭიროა მისი გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე.