პილპილი მდიდარია სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით. მაგალითად, А ვიტამინი სასარგებლოა კანისთვის და შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. K ვიტამინი მნიშვნელოვანია სისხლის სწორი ცირკულაციისთვის და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციონირებისთვის, კუნთებისა და ძვლებისთვის.
გთავაზობთ სახლის პირობებში დამზადებული ნიღბების რეცეპტებს პილპილის გამოყენებით.
იოგურტი და პილპილი პილინგისთვის
შეურიეთ 1 ს.კ. პილპილი და 2 ს.კ. იოგურტი. წაისვით მიღებული მასა კანზე და ნაზი წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ. შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ეს პილინგი გაწმენდს კანს, მოგაცილებთ ლაქებსა და ნაიარევს, ბრწყინვალებას შესძენს კანს.
პილპილისა და თაფლის ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები:
• 0,5 ს.კ. პილპილი
• 1 კვერცხის ცილა
• 1 ს.კ. თაფლი
მომზადება და გამოყენება:
კარგად მოურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით. ეს ნიღაბი გაწმენდს კანს და მოგაცილებთ აკნეს.
მოიცილეთ ცელულიტი პილპილის ეთერზეთის დახმარებით
100 მლ ტანის კრემს დაუმატეთ 3-4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. რეკომენდებულია პროცედურის დღეში 2-ჯერ გამეორება - დილა-საღამოს.
ანტიცელულიტური ზეთი ტანისთვის
ინგრედიენტები:
• 2 ს.კ. ყურძნის წიპწის ზეთი
• 2 ს.კ. ნუშის ზეთი
• 4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი
მომზადება და გამოყენება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული მასა შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში შხაპის შემდეგ. რეკომენდებულია პროცედურის დღეში 2-ჯერ გამეორება. ზეთი კანს ელასტიკურს გახდის, ამასთან, შეამცირებს ცელულიტს.